https://sputnik-georgia.com/20260414/britanuli-sircxvili-la-manshshi-starmenis-nadiroba-rusul-gemze-298101429.html
ბრიტანული სირცხვილი ლა-მანშში: სტარმერის ნადირობა რუსულ „აკულაზე“
ბრიტანული სირცხვილი ლა-მანშში: სტარმერის ნადირობა რუსულ „აკულაზე“
Sputnik საქართველო
ბრიტანეთმა გადაწყვიტა, ძველი დრო გააცოცხლოს და სახელმწიფოებრივი მეკობრეობა აღადგინოს. „ზღვის მბრძანებელმა“ გაზაფხულის სეზონი გახსნა - რუსულ წყალქვეშა ნავებსა... 14.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-14T22:53+0400
2026-04-14T22:53+0400
2026-04-14T23:29+0400
ავტორები
მოსაზრება
რუსეთი
დიდი ბრიტანეთი
მსოფლიო დღეს
ანალიტიკა
პოლიტიკა
ირანი
ნატო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0e/298115751_0:194:3072:1922_1920x0_80_0_0_9b9729676e825a837bf1eb97ceae80ce.jpg
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მარტის ბოლოს ნებართვა მისცა თავის „ძალოვან სტრუქტურებს“, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში დაეკავებინათ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული გემები, ფაქტობრივად, დაებლოკათ მათთვის ლა-მანშის სრუტე და ეკიპაჟები სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიეცათ. ლონდონმა სცადა საზღვაო ძარცვის აღდგენა, ამას კი ფარავდა გამოგონილი ტერმინით — „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სამართალში არ არის განსაზღვრული. მოსკოვმა უპასუხა რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მობილური საცეცხლე ჯგუფების განთავსებით. შემდეგ ლონდონმა დაპირისპირების გამწვავებაც სცადა.ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ 9 აპრილს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ სამ რუსულ წყალქვეშა ნავზე თვალთვალის ოპერაციას მიმდებარე საზღვაო ზონაში, მათ შორის ლა-მანშის სრუტეში. ბრიტანელები, ნატოს მოკავშირეებთან ერთად, აკვირდებოდნენ ატლანტიკაში საიდუმლო განლაგების „თითოეულ კილომეტრს“ — წყალქვეშა დარტყმითი მონსტრის, „აკულას“ კლასის სუბმარინისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ღრმა წყლის კვლევების მთავარი სამმართველოს ორი სადაზვერვო წყალქვეშა ნავის. თითქოს, რუსი წყალქვეშა მეზღვაურების მიზანი მილსადენები და კაბელები იყო. თუმცა, საბოლოოდ, „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება“ მათი დაზიანების შესახებ. შიშს დიდი თვალები აქვსო და, შესაძლოა, არც წყალქვეშა ნავები ყოფილა.ფაქტობრივად, ჰილიმ აღიარა ანტისუბმარინული ოპერაციის უშედეგობა და უაზრობა. ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში, სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალები „გამოფიტულია“ და გემთმშენებლობაზე ხარჯების 400 მილიონი დოლარით ზრდა პრობლემას ვერ წყვეტს. რა მიზანს ემსახურებოდა ბრიტანელი მინისტრის ეს მოულოდნელი გულახდილობა? სავარაუდოდ, ინფორმაცია მოკავშირეებისთვის იყო განკუთვნილი. ბრიუსელს — რომ რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზი ლა-მანშში გადის. და ვაშინგტონს — რომ ბრიტანეთს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის „წყალქვეშა ალყა“, რის გამოც ყველა ძალით იცავენ თავს და ირანის მიმართულებით დახმარებას ვერ შეძლებენ.რაც შეეხება ლა-მანშში რუსულ „წყალქვეშა არმადას“, 2026 წლის გაზაფხულისთვის თავდაცვის მინისტრ ჰილს უნდა სცოდნოდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, პროექტ 941 „აკულას“ კლასის ექვსი ატომური წყალქვეშა კრეისერიდან, ბოლო 2022 წლის ივლისში ამოიღეს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობიდან. შესაძლოა, ბრიტანელმა აკუსტიკოსებმა ცივი ომის ექო გაიგონეს. ლონდონში რუსეთის საელჩომ ჰილის განცხადება უარყო.მკაცრი რეალობარუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლისათვის, ანუ ბრიტანული მეკობრეობის აღსადგენად, საჭიროა ძალები და რესურსები, რომლებიც ლონდონს არ გააჩნია. სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. დასავლური სამხედრო ძალის რეიტინგის Global Firepower-ის მიხედვით, იგი მსოფლიოში 32-ე ადგილზეა. დღეს „ზღვის მბრძანებელზე“ მაღლა ისეთი საზღვაო სახელმწიფოები დგანან, როგორებიცაა პაკისტანი, ბანგლადეში, ფილიპინები, ჩილე და ეგვიპტე…ლონდონის სამხედრო-საზღვაო დამცირების კულმინაციად იქცა, 8 აპრილს ლა-მანშში ფრეგატ „ადმირალ გრიგოროვიჩის“ მიერ ორი ტანკერის — Universal-ისა და Enigma-ს, რომლებიც რუსულ ნავთობს გადაჰქონდათ, გაცილება. იმავე დღეს სრუტე საპირისპირო მიმართულებით სანქციური სიიდან კიდევ ორმა რუსულმა ტანკერმა გაიარა — Desert Kite-მა და Kousai-მ. სხვათა შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების „უპილოტო“ სარდლობის ანგარიშების მიხედვით, ფრეგატი „ადმირალ გრიგოროვიჩი“ 6 აპრილს ნოვოროსიისკის პორტში „დაზიანდა“.რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა 9 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს, დაიცვას თავი მეკობრეობისგან და იგი მიიღებს ზომებს საკუთარი ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ლონდონი ვერ დახურავს ლა-მანშის სრუტეში წვდომას გამოგონილი „სანქციების“ საფუძველზე.The Telegraph-მა და სხვა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემებმა მკითხველებს აცნობეს: „პუტინი დასცინის სტარმერს, ლა-მანშში ფრეგატის გაგზავნით“. ჟურნალი The Spectator-მა ხაზგასმით აღნიშნა: „პუტინმა გამოაშკარავა სტარმერის ბლეფი „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებით. რუსულ გემებს თავისუფლად შეუძლიათ ლა-მანშის გავლა“. მართლაც, სტარმერის „გაფრთხილების“ შემდეგ, სრუტე, დაახლოებით, 300-მა რუსულმა გემმა გაიარა.არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კრემლში მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება „ჩრდილოვანი ფლოტის“ მკაცრად დაცვის შესახებ. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემზე თავდასხმა ომის დაწყების ტოლფასია. ბრიტანეთი შეშინებულია რუსეთის პრევენციული ზომებით. საზღვაო ქვეითები, SBS-ისა და SAS-ის სპეციალისტები საკუთარ კუნძულზე მშვიდად სხედან.გაზეთმა The Telegraph-მა აღნიშნა: „სამეფო ფლოტი ვერ ბედავს ლა-მანშში პუტინის ფრეგატებთან დაპირისპირებას. ბრიტანეთის უუნარობა, შეაჩეროს რუსული გემები ლა-მანშში მკვეთრად ეწინააღმდეგება ირანის მიერ ორმუზის სრუტის ეფექტურ გადაკეტვას“.მართლაც, ბრიტანელებს იმდენად ცოტა საბრძოლო გემი ჰყავთ, რომლებიც ზღვაში გასასვლელად მზად არიან, რომ ლა-მანშში პოტენციური მოწინააღმდეგის ფრეგატების გაცილების ამოცანა „ჩვეულებრივ თითქმის უიარაღო ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდებს ან საპატრულო კატერებს ევალებათ“. „ადმირალ გრიგოროვიჩს“, რომლის ბორტზეც ფრთოსანი „კალიბრის“ რაკეტებია, ახლდა მომარაგების გემი RFA Tideforce ორი 30-მმ-იანი ქვემეხით.აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ცდილობს საერთაშორისო კოალიციის მობილიზებას ორმუზის სრუტის კონტროლისა და ნაოსნობის აღსადგენად. აქ ბრიტანეთის ექვსი ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი ვერაფერს გადაწყვეტს. სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ჰიბრიდულ ფლოტზე გადასვლის გეგმები, სადაც „საბრძოლო ფუნქციებს უპილოტო ხომალდები და ავტონომიური სისტემები შეასრულებენ“, არადამაჯერებლად გამოიყურება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
დიდი ბრიტანეთი
ირანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0e/298115751_182:0:2913:2048_1920x0_80_0_0_bab2490cb04b8ef5f38b7d5c3141cfe8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ავტორები, მოსაზრება, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი , ანალიტიკა, პოლიტიკა, ირანი , ნატო , აშშ
ავტორები, მოსაზრება, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი , ანალიტიკა, პოლიტიკა, ირანი , ნატო , აშშ
ბრიტანული სირცხვილი ლა-მანშში: სტარმერის ნადირობა რუსულ „აკულაზე“
22:53 14.04.2026 (განახლებულია: 23:29 14.04.2026) ბრიტანეთმა გადაწყვიტა, ძველი დრო გააცოცხლოს და სახელმწიფოებრივი მეკობრეობა აღადგინოს. „ზღვის მბრძანებელმა“ გაზაფხულის სეზონი გახსნა - რუსულ წყალქვეშა ნავებსა და ნავთობის ტანკერებზე ნადირობა. თუმცა, ბრიტანელი „მონადირეები“ თავად გადაიქცნენ სამიზნეებად.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მარტის ბოლოს ნებართვა მისცა თავის „ძალოვან სტრუქტურებს“, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში დაეკავებინათ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებული გემები, ფაქტობრივად, დაებლოკათ მათთვის ლა-მანშის სრუტე და ეკიპაჟები სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიეცათ. ლონდონმა სცადა საზღვაო ძარცვის აღდგენა, ამას კი ფარავდა გამოგონილი ტერმინით — „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სამართალში არ არის განსაზღვრული. მოსკოვმა უპასუხა რუსული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მობილური საცეცხლე ჯგუფების განთავსებით. შემდეგ ლონდონმა დაპირისპირების გამწვავებაც სცადა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ 9 აპრილს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ სამ რუსულ წყალქვეშა ნავზე თვალთვალის ოპერაციას მიმდებარე საზღვაო ზონაში, მათ შორის ლა-მანშის სრუტეში.
ბრიტანელები, ნატოს მოკავშირეებთან ერთად, აკვირდებოდნენ ატლანტიკაში საიდუმლო განლაგების „თითოეულ კილომეტრს“ — წყალქვეშა დარტყმითი მონსტრის, „აკულას“ კლასის სუბმარინისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ღრმა წყლის კვლევების მთავარი სამმართველოს ორი სადაზვერვო წყალქვეშა ნავის. თითქოს, რუსი წყალქვეშა მეზღვაურების მიზანი მილსადენები და კაბელები იყო. თუმცა, საბოლოოდ, „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება“ მათი დაზიანების შესახებ. შიშს დიდი თვალები აქვსო და, შესაძლოა, არც წყალქვეშა ნავები ყოფილა.
ფაქტობრივად, ჰილიმ აღიარა ანტისუბმარინული ოპერაციის უშედეგობა და უაზრობა. ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში, სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალები „გამოფიტულია“ და გემთმშენებლობაზე ხარჯების 400 მილიონი დოლარით ზრდა პრობლემას ვერ წყვეტს. რა მიზანს ემსახურებოდა ბრიტანელი მინისტრის ეს მოულოდნელი გულახდილობა? სავარაუდოდ, ინფორმაცია მოკავშირეებისთვის იყო განკუთვნილი. ბრიუსელს — რომ რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზი ლა-მანშში გადის. და ვაშინგტონს — რომ ბრიტანეთს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის „წყალქვეშა ალყა“, რის გამოც ყველა ძალით იცავენ თავს და ირანის მიმართულებით დახმარებას ვერ შეძლებენ.
რაც შეეხება ლა-მანშში რუსულ „წყალქვეშა არმადას“, 2026 წლის გაზაფხულისთვის თავდაცვის მინისტრ ჰილს უნდა სცოდნოდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, პროექტ 941 „აკულას“ კლასის ექვსი ატომური წყალქვეშა კრეისერიდან, ბოლო 2022 წლის ივლისში ამოიღეს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობიდან. შესაძლოა, ბრიტანელმა აკუსტიკოსებმა ცივი ომის ექო გაიგონეს. ლონდონში რუსეთის საელჩომ ჰილის განცხადება უარყო.
რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლისათვის, ანუ ბრიტანული მეკობრეობის აღსადგენად, საჭიროა ძალები და რესურსები, რომლებიც ლონდონს არ გააჩნია. სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. დასავლური სამხედრო ძალის რეიტინგის Global Firepower-ის მიხედვით, იგი მსოფლიოში 32-ე ადგილზეა. დღეს „ზღვის მბრძანებელზე“ მაღლა ისეთი საზღვაო სახელმწიფოები დგანან, როგორებიცაა პაკისტანი, ბანგლადეში, ფილიპინები, ჩილე და ეგვიპტე…
ლონდონის სამხედრო-საზღვაო დამცირების კულმინაციად იქცა, 8 აპრილს ლა-მანშში ფრეგატ „ადმირალ გრიგოროვიჩის“ მიერ ორი ტანკერის — Universal-ისა და Enigma-ს, რომლებიც რუსულ ნავთობს გადაჰქონდათ, გაცილება. იმავე დღეს სრუტე საპირისპირო მიმართულებით სანქციური სიიდან კიდევ ორმა რუსულმა ტანკერმა გაიარა — Desert Kite-მა და Kousai-მ. სხვათა შორის, უკრაინის შეიარაღებული ძალების „უპილოტო“ სარდლობის ანგარიშების მიხედვით, ფრეგატი „ადმირალ გრიგოროვიჩი“ 6 აპრილს ნოვოროსიისკის პორტში „დაზიანდა“.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა 9 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთს უფლება აქვს, დაიცვას თავი მეკობრეობისგან და იგი მიიღებს ზომებს საკუთარი ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ლონდონი ვერ დახურავს ლა-მანშის სრუტეში წვდომას გამოგონილი „სანქციების“ საფუძველზე.
The Telegraph-მა და სხვა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემებმა მკითხველებს აცნობეს: „პუტინი დასცინის სტარმერს, ლა-მანშში ფრეგატის გაგზავნით“. ჟურნალი The Spectator-მა ხაზგასმით აღნიშნა: „პუტინმა გამოაშკარავა სტარმერის ბლეფი „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებით. რუსულ გემებს თავისუფლად შეუძლიათ ლა-მანშის გავლა“. მართლაც, სტარმერის „გაფრთხილების“ შემდეგ, სრუტე, დაახლოებით, 300-მა რუსულმა გემმა გაიარა.
არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კრემლში მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება „ჩრდილოვანი ფლოტის“ მკაცრად დაცვის შესახებ. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემზე თავდასხმა ომის დაწყების ტოლფასია. ბრიტანეთი შეშინებულია რუსეთის პრევენციული ზომებით. საზღვაო ქვეითები, SBS-ისა და SAS-ის სპეციალისტები საკუთარ კუნძულზე მშვიდად სხედან.
გაზეთმა The Telegraph-მა აღნიშნა: „სამეფო ფლოტი ვერ ბედავს ლა-მანშში პუტინის ფრეგატებთან დაპირისპირებას. ბრიტანეთის უუნარობა, შეაჩეროს რუსული გემები ლა-მანშში მკვეთრად ეწინააღმდეგება ირანის მიერ ორმუზის სრუტის ეფექტურ გადაკეტვას“.
მართლაც, ბრიტანელებს იმდენად ცოტა საბრძოლო გემი ჰყავთ, რომლებიც ზღვაში გასასვლელად მზად არიან, რომ ლა-მანშში პოტენციური მოწინააღმდეგის ფრეგატების გაცილების ამოცანა „ჩვეულებრივ თითქმის უიარაღო ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდებს ან საპატრულო კატერებს ევალებათ“. „ადმირალ გრიგოროვიჩს“, რომლის ბორტზეც ფრთოსანი „კალიბრის“ რაკეტებია, ახლდა მომარაგების გემი RFA Tideforce ორი 30-მმ-იანი ქვემეხით.
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ცდილობს საერთაშორისო კოალიციის მობილიზებას ორმუზის სრუტის კონტროლისა და ნაოსნობის აღსადგენად. აქ ბრიტანეთის ექვსი ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი ვერაფერს გადაწყვეტს. სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ჰიბრიდულ ფლოტზე გადასვლის გეგმები, სადაც „საბრძოლო ფუნქციებს უპილოტო ხომალდები და ავტონომიური სისტემები შეასრულებენ“, არადამაჯერებლად გამოიყურება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე