https://sputnik-georgia.com/20260901/kalasi-evrokavshiristvis-rtulia-ukrainistvis-raketebis-migeba-300400603.html
კალასი: ევროკავშირისთვის რთულია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტების მიღება
კალასი: ევროკავშირისთვის რთულია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტების მიღება
Sputnik საქართველო
კალასის თქმით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა ამჟამად კიევის სამხედრო მხარდაჭერის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. 01.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-01T16:43+0400
2026-09-01T16:43+0400
2026-09-01T22:40+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
ევროკავშირი
ნატო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179554_0:0:1696:953_1920x0_80_0_0_784341c70d574c904175a6907c1822ea.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირი ითხოვს, რომ ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტები მიაწოდონ, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ.მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა ამჟამად კიევის სამხედრო მხარდაჭერის მთავარ პრობლემას წარმოადგენს.გარდა ამისა, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა მოუწოდა ევროკავშირის სახელმწიფოებს, გადასცენ უკრაინას მათ ხელთ არსებული ის ჩამჭრელი რაკეტები, რომელთაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ.1-ელ სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. მოლაპარაკებებში კიევისა და ნატოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. დღის წესრიგში შედის ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობა, კიევისთვის განკუთვნილი ევროპული სესხის თავდაცვის კომპონენტი და ევროპული სამშვიდობო ფონდის შემდგომი გამოყენება.ბოლო თვეების განმავლობაში კიევის რეჟიმი დასავლეთის ქვეყნებისგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მომწოდებლების შესაძლებლობები შეზღუდულია: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპაში Patriot-ის ტიპის რაკეტების ამერიკული მარაგები საგრძნობლად შემცირდა.რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდება აჭიანურებს კონფლიქტს და ხელს არ უწყობს მის მოგვარებას. მოსკოვში ასევე აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა იწვევს აღნიშნულ კონფლიქტში დასავლეთის ქვეყნების შემდგომ ჩართვას.
უკრაინა
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251179554_88:0:1595:1130_1920x0_80_0_0_f58939ede5aab003ab94a98c65e79c38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, ევროკავშირი , ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , პოლიტიკა, ევროკავშირი , ნატო
კალასი: ევროკავშირისთვის რთულია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტების მიღება
16:43 01.09.2026 (განახლებულია: 22:40 01.09.2026) კალასის თქმით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა ამჟამად კიევის სამხედრო მხარდაჭერის მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ევროკავშირი ითხოვს, რომ ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტები მიაწოდონ, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ.
„ჩვენ მივმართავთ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებს ჩამჭრელი რაკეტების მისაღებად, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია“, – განაცხადა კალასმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა ამჟამად კიევის სამხედრო მხარდაჭერის მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
გარდა ამისა, ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა მოუწოდა ევროკავშირის სახელმწიფოებს, გადასცენ უკრაინას მათ ხელთ არსებული ის ჩამჭრელი რაკეტები, რომელთაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ.
1-ელ სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. მოლაპარაკებებში კიევისა და ნატოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. დღის წესრიგში შედის ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობა, კიევისთვის განკუთვნილი ევროპული სესხის თავდაცვის კომპონენტი და ევროპული სამშვიდობო ფონდის შემდგომი გამოყენება.
ბოლო თვეების განმავლობაში კიევის რეჟიმი დასავლეთის ქვეყნებისგან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მომწოდებლების შესაძლებლობები შეზღუდულია: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპაში Patriot-ის ტიპის რაკეტების ამერიკული მარაგები საგრძნობლად შემცირდა.
რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდება აჭიანურებს კონფლიქტს და ხელს არ უწყობს მის მოგვარებას. მოსკოვში ასევე აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა იწვევს აღნიშნულ კონფლიქტში დასავლეთის ქვეყნების შემდგომ ჩართვას.