https://sputnik-georgia.com/20260604/natos-wvrtnebi-baltiis-kveknebshi-299034111.html
ნატოს წვრთნები ბალტიისპირეთში: საიდან აქვთ უკრაინელ ბიჭებს ბრიტანული სევდა
ნატოს წვრთნები ბალტიისპირეთში: საიდან აქვთ უკრაინელ ბიჭებს ბრიტანული სევდა
Sputnik საქართველო
ბალტიის რეგიონში მიმდინარე ნატოს წვრთნების სერია აშკარად ანტირუსული, დესტრუქციული და მანიაკალურ-დეპრესიული ხასიათისაა, წერს სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ... 04.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-04T12:16+0400
2026-06-04T12:16+0400
2026-06-07T12:17+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ბალტიისპირეთი
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
ანალიტიკა
ავტორები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/18/291064313_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_3a8b016dea7deb5f5001fc1dd731710c.jpg
ზამთრის „თამაშებს“ Steadfast Dart ანაცვლებს გაზაფხულის Sword 26 და Kevadtorm 2026. იწყება ზაფხულის მანევრები Baltops, რეგიონული უსაფრთხოება კი სულ უფრო მცირდება.სამხედრო წვრთნები Baltops 2026 ფარავს ბალტიის ზღვის დიდ არეალს – სკაგერაკის სრუტიდან რიგის ყურემდე, მათ შორის - კალინინგრადის ოლქის მახლობლად მდებარე ზონებს. „ხმლებითა ცეკვა“ რუსეთის საზღვრებთან 4–19 ივნისს გაიმართება, ნატოს 15 ქვეყნის მონაწილეობით, 20 გემითა და 6000 სამხედრო მოსამსახურით.მთავარი „რეჟისორი“ – ამერიკული სარდლობა – შტაბის გემ Mount Whitney-ზეა. მიწვეული არიან საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების „სოლისტები“, რომლებიც 2026 წელს ნატოს „მშვიდ“ ბალტიის კუთხეში არაერთხელ მოხვდნენ. გერმანიის კონტრ-ადმირალმა შტეფან ჰაიშმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ მანევრები რუსეთს ალიანსის „ერთიანობისა და ძალის სიგნალს გაუგზავნის“.Baltops-ის გეგმა სადესანტო ოპერაციებს, საარტილერიო სროლებსდა საჰაერო თავდაცვის სწავლებებს ითვალისწინებს. სხვადასხვა სცენარებში ჩართულია ავიაცია, სახმელეთო და წყალქვეშა დრონები. სავარაუდოა კალინინგრადის საზღვაო ბლოკადის ელემენტების დამუშავება. ბალტიის ნატოს მანევრების ფონზე, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა 3 ივნისს განაცხადა, რომ უკიდურესად მაღალია რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტის გაჩაღების და მისი გლობალურ კონფლიქტად ტრანსფორმაციის ალბათობა.ალიანსის ქვეყნები, სამხედრო წვრთნების დროს, არაერთხელ ამუშავებენ კალინინგრადის ოლქის იზოლაციას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ ადრე განაცხადა, რომ ნატოს ოპერაციების რეალური მიზანი ბალტიისპირეთში სატრანსპორტო მარშრუტებზე კონტროლის დამყარებაა, რათა რუსეთის ინტერესებისთვის განხორციელებული ტვირთგადაზიდვები შეიზღუდოს. პარადოქსია: საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, აღარ არსებობს, პირველი Baltops-ის წვრთნების სცენარისტებიც (1971 წლის მოდელის) გარდაიცვალნენ, თუმცა, ნატოს სამხედრო-საზღვაო და სახმელეთო ძალები მოძველებული ანტირუსული სტერეოტიპებისა და აგრესიული გეგმების ერთგულნი რჩებიან.რუსეთი იძულებულია, გააძლიეროს რეგიონული სამხედრო დაჯგუფება კალინინგრადის ოლქში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით „ისკანდერი“, გააფართოოს სამხედრო ინფრასტრუქტურა ბალტიის ზღვაში ჰოგლანდის კუნძულზე, მიიღოს სხვა სამხედრო-ტექნიკური ზომები (A2/AD) ბალტიისპირეთში მზარდი საფრთხეების კომპენსაციისთვის. მათ შორის, სუჰში ძალების უკრაინის მიერ სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებული ბოლოდროინდელი შეტევის (ნატოს დამრტყმელი დრონებით) ფინეთის ყურის მიმართულებით.ვისთვის რეკენ Baltops-ის ზარებირუსეთს ობიექტური საფუძველი (საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემები) აქვს, ჩათვალოს, რომ ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებები ჩართული არიან უკრაინის პროქსი-არმიის საჰაერო შეტევებში. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის გახსნა უკრაინული დრონებისთვის დისკუსიის საგანია.სპეციალისტების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო დარტყმებისთვის სანქტ-პეტერბურგზე, ლენინგრადის ოლქსა და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთზე ოპტიმალური მარშრუტია ჩერნიგოვის ოლქიდან პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ფინეთის ყურის აკვატორიის გავლით. ასეთი მარშრუტი საშუალებას იძლევა, თავიდან იქნას აცილებული საჰაერო თავდაცვის სისტემებით ჩამოგდება რუსეთის ხუთ რეგიონში. მოსკოვის სტრატეგიული მოთმინება დიდია, თუმცა, მასაც აქვს ზღვარი. 3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, დასავლეთის მიმართულებიდან განხორციელებული შეტევის მცდელობა ბალტიის ქვეყნებს (მათ შორის, პოლონეთს, ფინეთს, შვედეთს) რუსეთის საპასუხო დარტყმის სამიზნეებად აქცევს. „ბალტიის ვეფხვები“ უფსკრულის ზღვარზე დადიან.Spring Storm - ესტონეთში მოაწყო 15 მოკავშირე ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ (!), 12 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. სხვათა შორის, დასავლეთში არც უარყოფენ და არც მალავენ ბრიტანული ძალების უკრაინაში სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას. ჟურნალი MW 3 ივნისს წერდა: „ბრიტანული სპეცდანაყოფები უკრაინის ტერიტორიაზე უწევენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ფრთოსანი რაკეტების Storm Shadow-ის გაშვების ორგანიზებაში, რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ“.მანამდე, 2025 წლის ნოემბერში, „სამეფო საზღვაო ქვეითების სპეცდანიშნულების 42-ე და 47-ე კომანდოს დანაყოფები ესტონეთში განლაგდნენ, როგორც საზღვაო სპეციალური ოპერატიული ჯგუფის ნაწილი… მტრის გემებზე ასვლის, სანაპირო დაცვისა და ნავთობის პლატფორმების ხელში ჩაგდების ოპერაციებისთვის“, რა თქმა უნდა, რუსულების. ხოლო 2026 წლის თებერვალში აშშ-ს და ბრიტანეთის არმიებმა თავიანთი M1A2 Abrams და Challenger 2 ტანკები განათავსეს მანევრებში Winter Camp-ში, ესტონეთის ქალაქ ტაპას მახლობლად, დაახლოებით 100 კმ-ში ლენინგრადის ოლქის საზღვრიდან, რომ რუსეთისთვის ნატოს სპეციალისტების როლი „კურსკის შტურმში“ შეეხსენებინათ. ღიად აცხადებენ: „დასავლური ძალები უკრაინის ტერიტორიაზე აგრძელებენ ცენტრალური როლის შესრულებას მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში“.ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ ვილნიუსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, 1 ივნისს ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის პრიორიტეტები განსაზღვრა: „საუბარი იქნება ფულის საბრძოლო მზადყოფნად გადაქცევაზე, თავდაცვითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი გაძლიერებასა და უკრაინის აქტიურ მხარდაჭერაზე“. ხოლო რა იქნება უკრაინის შემდეგ, რომელიც თავიდანვე განწირულია დასავლეთსა და რუსეთს შორის პროქსი-ომში დასაწვავად?ლიეტუვა შიშობს, რომ მისი ტერიტორიიდან გაყვანილი აშშ-ს ჯარები აღარ დაბრუნდებიან. განა ბირთვულ ცეცხლში ამერიკელებთან ერთად გაქრობა უფრო სასიამოვნოა? ყველა სცენარის მიხედვით, ბალტიის ქვეყნების როლი ნატოს „საერთაშორისო შრომის დანაწილებაში“ არის თვითგანადგურება „უკრაინული სცენარის“ მიხედვით. საბრალო ესტონელებს, ლატვიელებსა და ლიტველებს „უფროსი პარტნიორები“, ფაქტობრივად, ძალით უბიძგებენ უფსკრულის კიდისკენ სვლას. მსგავსი სცენარი მომავალში ფინეთს, პოლონეთსა და სხვა „ახალევროპელებსაც“ ელოდება. მსხვილ მტაცებელ ანგლოსაქსებისათვის ძალიან ხელსაყრელია, მომგებიანი და შედარებით უსაფრთხო რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოება დაქვემდებარებული აღმოსავლური ხალხების ხელით. ეს ხომ ათეულობით მილიონი ჯარისკაცია და დიდხანს ეყოფათ. თუ, რა საკვირველია, ბირთვული „ორეშნიკი“ მაშინვე არ ჩამოვარდება.
უკრაინა
ბალტიისპირეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/18/291064313_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_bd20d565bf101d5f4a69989cb762b245.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ბალტიისპირეთი, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები, ანალიტიკა, ავტორები
რუსეთი, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ბალტიისპირეთი, ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები, ანალიტიკა, ავტორები
ნატოს წვრთნები ბალტიისპირეთში: საიდან აქვთ უკრაინელ ბიჭებს ბრიტანული სევდა
12:16 04.06.2026 (განახლებულია: 12:17 07.06.2026) ბალტიის რეგიონში მიმდინარე ნატოს წვრთნების სერია აშკარად ანტირუსული, დესტრუქციული და მანიაკალურ-დეპრესიული ხასიათისაა, წერს სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო.
ზამთრის „თამაშებს“ Steadfast Dart ანაცვლებს გაზაფხულის Sword 26 და Kevadtorm 2026. იწყება ზაფხულის მანევრები Baltops, რეგიონული უსაფრთხოება კი სულ უფრო მცირდება.
სამხედრო წვრთნები Baltops 2026 ფარავს ბალტიის ზღვის დიდ არეალს – სკაგერაკის სრუტიდან რიგის ყურემდე, მათ შორის - კალინინგრადის ოლქის მახლობლად მდებარე ზონებს. „ხმლებითა ცეკვა“ რუსეთის საზღვრებთან 4–19 ივნისს გაიმართება, ნატოს 15 ქვეყნის მონაწილეობით, 20 გემითა და 6000 სამხედრო მოსამსახურით.
მთავარი „რეჟისორი“ – ამერიკული სარდლობა – შტაბის გემ Mount Whitney-ზეა. მიწვეული არიან საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების „სოლისტები“, რომლებიც 2026 წელს ნატოს „მშვიდ“ ბალტიის კუთხეში არაერთხელ მოხვდნენ. გერმანიის კონტრ-ადმირალმა შტეფან ჰაიშმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ მანევრები რუსეთს ალიანსის „ერთიანობისა და ძალის სიგნალს გაუგზავნის“.
Baltops-ის გეგმა სადესანტო ოპერაციებს, საარტილერიო სროლებსდა საჰაერო თავდაცვის სწავლებებს ითვალისწინებს. სხვადასხვა სცენარებში ჩართულია ავიაცია, სახმელეთო და წყალქვეშა დრონები. სავარაუდოა კალინინგრადის საზღვაო ბლოკადის ელემენტების დამუშავება. ბალტიის ნატოს მანევრების ფონზე, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა 3 ივნისს განაცხადა, რომ უკიდურესად მაღალია რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტის გაჩაღების და მისი გლობალურ კონფლიქტად ტრანსფორმაციის ალბათობა.
ალიანსის ქვეყნები, სამხედრო წვრთნების დროს, არაერთხელ ამუშავებენ კალინინგრადის ოლქის იზოლაციას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ ადრე განაცხადა, რომ ნატოს ოპერაციების რეალური მიზანი ბალტიისპირეთში სატრანსპორტო მარშრუტებზე კონტროლის დამყარებაა, რათა რუსეთის ინტერესებისთვის განხორციელებული ტვირთგადაზიდვები შეიზღუდოს. პარადოქსია: საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, აღარ არსებობს, პირველი Baltops-ის წვრთნების სცენარისტებიც (1971 წლის მოდელის) გარდაიცვალნენ, თუმცა, ნატოს სამხედრო-საზღვაო და სახმელეთო ძალები მოძველებული ანტირუსული სტერეოტიპებისა და აგრესიული გეგმების ერთგულნი რჩებიან.
რუსეთი იძულებულია, გააძლიეროს რეგიონული სამხედრო დაჯგუფება კალინინგრადის ოლქში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით „ისკანდერი“, გააფართოოს სამხედრო ინფრასტრუქტურა ბალტიის ზღვაში ჰოგლანდის კუნძულზე, მიიღოს სხვა სამხედრო-ტექნიკური ზომები (A2/AD) ბალტიისპირეთში მზარდი საფრთხეების კომპენსაციისთვის. მათ შორის, სუჰში ძალების უკრაინის მიერ სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებული ბოლოდროინდელი შეტევის (ნატოს დამრტყმელი დრონებით) ფინეთის ყურის მიმართულებით.
ვისთვის რეკენ Baltops-ის ზარები
რუსეთს ობიექტური საფუძველი (საგარეო დაზვერვის სამსახურის მონაცემები) აქვს, ჩათვალოს, რომ ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებები ჩართული არიან უკრაინის პროქსი-არმიის საჰაერო შეტევებში. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის გახსნა უკრაინული დრონებისთვის დისკუსიის საგანია.
სპეციალისტების შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო დარტყმებისთვის სანქტ-პეტერბურგზე, ლენინგრადის ოლქსა და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთზე ოპტიმალური მარშრუტია ჩერნიგოვის ოლქიდან პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და ფინეთის ყურის აკვატორიის გავლით. ასეთი მარშრუტი საშუალებას იძლევა, თავიდან იქნას აცილებული საჰაერო თავდაცვის სისტემებით ჩამოგდება რუსეთის ხუთ რეგიონში. მოსკოვის სტრატეგიული მოთმინება დიდია, თუმცა, მასაც აქვს ზღვარი. 3 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, დასავლეთის მიმართულებიდან განხორციელებული შეტევის მცდელობა ბალტიის ქვეყნებს (მათ შორის, პოლონეთს, ფინეთს, შვედეთს) რუსეთის საპასუხო დარტყმის სამიზნეებად აქცევს. „ბალტიის ვეფხვები“ უფსკრულის ზღვარზე დადიან.
Spring Storm - ესტონეთში მოაწყო 15 მოკავშირე ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ (!), 12 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. სხვათა შორის, დასავლეთში არც უარყოფენ და არც მალავენ ბრიტანული ძალების უკრაინაში სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას. ჟურნალი MW 3 ივნისს წერდა: „ბრიტანული სპეცდანაყოფები უკრაინის ტერიტორიაზე უწევენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ფრთოსანი რაკეტების Storm Shadow-ის გაშვების ორგანიზებაში, რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ“.
მანამდე, 2025 წლის ნოემბერში, „სამეფო საზღვაო ქვეითების სპეცდანიშნულების 42-ე და 47-ე კომანდოს დანაყოფები ესტონეთში განლაგდნენ, როგორც საზღვაო სპეციალური ოპერატიული ჯგუფის ნაწილი… მტრის გემებზე ასვლის, სანაპირო დაცვისა და ნავთობის პლატფორმების ხელში ჩაგდების ოპერაციებისთვის“, რა თქმა უნდა, რუსულების. ხოლო 2026 წლის თებერვალში აშშ-ს და ბრიტანეთის არმიებმა თავიანთი M1A2 Abrams და Challenger 2 ტანკები განათავსეს მანევრებში Winter Camp-ში, ესტონეთის ქალაქ ტაპას მახლობლად, დაახლოებით 100 კმ-ში ლენინგრადის ოლქის საზღვრიდან, რომ რუსეთისთვის ნატოს სპეციალისტების როლი „კურსკის შტურმში“ შეეხსენებინათ. ღიად აცხადებენ: „დასავლური ძალები უკრაინის ტერიტორიაზე აგრძელებენ ცენტრალური როლის შესრულებას მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში“.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ ვილნიუსში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, 1 ივნისს ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის პრიორიტეტები განსაზღვრა: „საუბარი იქნება ფულის საბრძოლო მზადყოფნად გადაქცევაზე, თავდაცვითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი გაძლიერებასა და უკრაინის აქტიურ მხარდაჭერაზე“. ხოლო რა იქნება უკრაინის შემდეგ, რომელიც თავიდანვე განწირულია დასავლეთსა და რუსეთს შორის პროქსი-ომში დასაწვავად?
ლიეტუვა შიშობს, რომ მისი ტერიტორიიდან გაყვანილი აშშ-ს ჯარები აღარ დაბრუნდებიან. განა ბირთვულ ცეცხლში ამერიკელებთან ერთად გაქრობა უფრო სასიამოვნოა? ყველა სცენარის მიხედვით, ბალტიის ქვეყნების როლი ნატოს „საერთაშორისო შრომის დანაწილებაში“ არის თვითგანადგურება „უკრაინული სცენარის“ მიხედვით. საბრალო ესტონელებს, ლატვიელებსა და ლიტველებს „უფროსი პარტნიორები“, ფაქტობრივად, ძალით უბიძგებენ უფსკრულის კიდისკენ სვლას. მსგავსი სცენარი მომავალში ფინეთს, პოლონეთსა და სხვა „ახალევროპელებსაც“ ელოდება. მსხვილ მტაცებელ ანგლოსაქსებისათვის ძალიან ხელსაყრელია, მომგებიანი და შედარებით უსაფრთხო რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოება დაქვემდებარებული აღმოსავლური ხალხების ხელით. ეს ხომ ათეულობით მილიონი ჯარისკაცია და დიდხანს ეყოფათ. თუ, რა საკვირველია, ბირთვული „ორეშნიკი“ მაშინვე არ ჩამოვარდება.