https://sputnik-georgia.com/20260429/zaxarova-zelenskis-mshvidoba-ar-surs-298368344.html
ზახაროვა: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ ზელენსკის მშვიდობა არ სურს
ზახაროვა: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ ზელენსკის მშვიდობა არ სურს
Sputnik საქართველო
დასავლეთ ევროპა რისკავს, გახდეს ვლადიმირ ზელენსკის მხრიდან „ბირთვული შანტაჟის“ პირველი მსხვერპლი, განაცხადა ზახაროვამ. 29.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-29T22:00+0400
2026-04-29T22:00+0400
2026-04-29T21:39+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
ნატო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0e/295778505_0:0:3011:1694_1920x0_80_0_0_ff7e17865f0f70a0a435c4f3de1a7203.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელება და იძულებითი მობილიზაცია იმაზე მოწმობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობით დაინტერესებული არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.ზახაროვას თქმით, ვლადიმირ ზელენსკი ბირთვულ კონფლიქტს პროვოცირებს, როდესაც უკრაინისთვის, „უსაფრთხოების გარანტიის“ სახით, ბირთვულ იარაღს ითხოვს.„26 მარტს ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების სახით უკრაინას ნატოს წევრობაც უნდა მიეცეს და ბირთვული იარაღიც. მსგავსი განცხადებებით ის, ფაქტობრივად, ბირთვული კონფლიქტის პროვოცირებას აგრძელებს“, — აღნიშნა ზახაროვამ. დასავლეთ ევროპა რისკავს, გახდეს ვლადიმირ ზელენსკის მხრიდან „ბირთვული შანტაჟის“ პირველი მსხვერპლი, განაცხადა ზახაროვამ.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0e/295778505_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_97a4b9f38e59b3a59542563866cb61ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ნატო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ნატო
ზახაროვა: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ ზელენსკის მშვიდობა არ სურს
დასავლეთ ევროპა რისკავს, გახდეს ვლადიმირ ზელენსკის მხრიდან „ბირთვული შანტაჟის“ პირველი მსხვერპლი, განაცხადა ზახაროვამ.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელება და იძულებითი მობილიზაცია იმაზე მოწმობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობით დაინტერესებული არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„აშკარაა, რომ ზელენსკის მშვიდობა არ სურს. ის საბრძოლო მოქმედებების უსასრულოდ გაჭიანურებისკენ ისწრაფვის და მზადაა კონფლიქტის სახიფათო ესკალაციაზე წავიდეს. სწორედ ამ მიზნით, მან უკრაინაში გაახანგრძლივა როგორც საომარი მდგომარეობა, ამჯერად 2 აგვისტომდე, ასევე აგრძელებს ძალადობრივ მობილიზაციას, რომელიც, არსებითად, უკვე არა მობილიზაციად, არამედ „მოგილიზაციად“ იქცა“, — განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
ზახაროვას თქმით, ვლადიმირ ზელენსკი ბირთვულ კონფლიქტს პროვოცირებს, როდესაც უკრაინისთვის, „უსაფრთხოების გარანტიის“ სახით, ბირთვულ იარაღს ითხოვს.
„26 მარტს ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების სახით უკრაინას ნატოს წევრობაც უნდა მიეცეს და ბირთვული იარაღიც. მსგავსი განცხადებებით ის, ფაქტობრივად, ბირთვული კონფლიქტის პროვოცირებას აგრძელებს“, — აღნიშნა ზახაროვამ.
დასავლეთ ევროპა რისკავს, გახდეს ვლადიმირ ზელენსკის მხრიდან „ბირთვული შანტაჟის“ პირველი მსხვერპლი, განაცხადა ზახაროვამ.