მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: ნატოს თვითდაშლა უნდა მომხდარიყო

© photo: Sputnikნატოს დროშა
ნატოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2026
გამოწერა
მოსკოვი აღნიშნავს, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ალიანსი ეძებს ახალ-ახალ საბაბებს თავისი ხელოვნური არსებობის გასახანგრძლივებლად.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ნატო უნდა თვითდაშლილიყო როგორც ეს ვარშავის პაქტს დაემართა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ნატო უნდა თვითდაშლილიყო, ისევე როგორც ვარშავის პაქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, - თქვა მან.
მინისტრი აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ღონისძიებებში მონაწილეობს.
ლავროვი ასევე მიიჩნევს, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ალიანსი ეძებს ახალ-ახალ საბაბებს თავისი ხელოვნური არსებობის გასახანგრძლივებლად. თუმცა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდხანს გადარჩეს.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 1-4 სექტემბერს ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში იმართება. „რია ნოვოსტი“ არის ფორუმის გენერალური საინფორმაციო პარტნიორი.
ყველა ახალი ამბავი
0