https://sputnik-georgia.com/20260624/lavrovma-dasavletistvis-witeli-xazebi-gamokveta-299311327.html
„ასე არ გამოვა“: ლავროვმა დასავლეთისთვის „წითელი ხაზები" გამოკვეთა
„ასე არ გამოვა“: ლავროვმა დასავლეთისთვის „წითელი ხაზები" გამოკვეთა
Sputnik საქართველო
სერგეი ლავროვმა გააფრთხილა დასავლეთი, ჩამოაყალიბა მშვიდობის პირობები და ნათლად განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს ელოდება. 24.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-24T18:37+0400
2026-06-24T18:37+0400
2026-06-24T18:37+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ნატო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1c/294311705_0:128:2935:1779_1920x0_80_0_0_d21db8ea13bff08790b070afea8333c6.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა XII საერთაშორისო სამეცნიერო-საექსპერტო ფორუმზე „პრიმაკოვის საკითხავი“ დასავლეთის მიმართ მკაცრი გაფრთხილებებით გამოვიდა და უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციაგამოკვეთა.დიპლომატმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, უარი თქვან რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების ზონაში ექსპანსიის ნებისმიერ გეგმაზე და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ამჟამინდელ პოზიციას არაადეკვატური უწოდა.ამასთან, მან დაუშვა, რომ ევროპელების მხრიდან კონსტრუქციული იდეები მოსმენილი იქნება. მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს არც დროებით შეთანხმებებზე დაყოლას და არც ვინმესთვის სიტყვაზე ნდობას.სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას ლავროვმა სპორტული მეტაფორა გამოიყენა.„დღეს ბურთი მოედნის ჩვენს მხარეს არ არის და პოპულარული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ენით რომ ვთქვათ მის გადმოგდებას ჩვენსკენ სულ უფრო ხშირად ცდილობენ თამაშგარე მდგომარეობიდან “, — განაცხადა მინისტრმა.მან დაადასტურა, რომ მოსკოვი ერთგული რჩება იმ შეთანხმებების, რომლებსაც პუტინმა და ტრამპმა ალასკის სამიტზე მიაღწიეს, თუმცა უკრაინის თაობაზე ამერიკულ წინადადებაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა, რუსეთს პასუხი დღემდე არ მიუღია.შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გაზაფხულზე სტამბულში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი პარაფირებულ იქნა. 2024 წელს პუტინმა კონფლიქტის დასრულების პირობები ჩამოაყალიბა: უკრაინის ჯარების გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან და კიევის მიერ ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/1c/294311705_112:0:2841:2047_1920x0_80_0_0_855e645438691bfd7c43f8ffdc5513d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ნატო
„ასე არ გამოვა“: ლავროვმა დასავლეთისთვის „წითელი ხაზები" გამოკვეთა
სერგეი ლავროვმა გააფრთხილა დასავლეთი, ჩამოაყალიბა მშვიდობის პირობები და ნათლად განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს ელოდება.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა XII საერთაშორისო სამეცნიერო-საექსპერტო ფორუმზე „პრიმაკოვის საკითხავი“ დასავლეთის მიმართ მკაცრი გაფრთხილებებით გამოვიდა და უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციაგამოკვეთა.
„მოწინააღმდეგეებს არ შეუძლიათ დაუსრულებლად და დაუსჯელად უგულებელყონ ჩვენი მკაფიოდ გამოხატული გაფრთხილებები ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიუღებელი საფრთხეების შექმნისა და უკრაინის რუსი და რუსულენოვანი მოსახლეობის კანონიერ უფლებებთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ვალდებულების დარღვევის დაუშვებლობის შესახებ“, — განაცხადა ლავროვმა.
დიპლომატმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, უარი თქვან რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების ზონაში ექსპანსიის ნებისმიერ გეგმაზე და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ამჟამინდელ პოზიციას არაადეკვატური უწოდა.
ამასთან, მან დაუშვა, რომ ევროპელების მხრიდან კონსტრუქციული იდეები მოსმენილი იქნება. მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს არც დროებით შეთანხმებებზე დაყოლას და არც ვინმესთვის სიტყვაზე ნდობას.
სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას ლავროვმა სპორტული მეტაფორა გამოიყენა.
„დღეს ბურთი მოედნის ჩვენს მხარეს არ არის და პოპულარული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ენით რომ ვთქვათ მის გადმოგდებას ჩვენსკენ სულ უფრო ხშირად ცდილობენ თამაშგარე მდგომარეობიდან “, — განაცხადა მინისტრმა.
მან დაადასტურა, რომ მოსკოვი ერთგული რჩება იმ შეთანხმებების, რომლებსაც პუტინმა და ტრამპმა ალასკის სამიტზე მიაღწიეს, თუმცა უკრაინის თაობაზე ამერიკულ წინადადებაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა, რუსეთს პასუხი დღემდე არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გაზაფხულზე სტამბულში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი პარაფირებულ იქნა. 2024 წელს პუტინმა კონფლიქტის დასრულების პირობები ჩამოაყალიბა: უკრაინის ჯარების გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან და კიევის მიერ ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმა.