მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: მოსკოვს აღარ სჯერა, რომ დასავლეთს მოლაპარაკება სურს

© photo: Sputnik / Юрий Кочетков / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2026
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა,რომ დასავლეთი ინიღბებოდა მოლაპარაკებების სურვილით და ახლა რუსეთის მისამართით ღია ულტიმატუმებზე გადავიდა.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. რუსეთს აღარ სჯერა დასავლეთის ქვეყნების სურვილის, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოონ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მინისტრი მოზამბიკს აფრიკის ქვეყნებში სამუშაო ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. მანამდე ის ეთიოპიასა და ნიგერს ეწვია.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შეაფასა უკრაინის გარშემო არსებული ვითარება, მათ შორის დასავლეთის ქმედებები.
მისი თქმით, დასავლეთი ინიღბებოდა მოლაპარაკებების სურვილით და ახლა რუსეთის მისამართით ღია ულტიმატუმებზე გადავიდა.
„ჩვენ აღარ გვჯერა, რომ დასავლეთს გადაწყვეტილებების მიღება მოლაპარაკებების გზით სურს. კეთილი დამოკიდებულების და იმედების ეს მარაგი სრულიად ამოწურულია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დასავლეთის მთელი რიგი ქვეყნები კიევის რეჟიმს იარაღსა და აღჭურვილობას აწვდიან. ანკარაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტის შემდეგ, ნატომ აიღო ვალდებულება, რომ უკრაინას 2026 წელს 70 მილიარდი ევროს ოდენობის იარაღსა და სამხედრო დახმარებას მიაწვდის, და სულ მცირე იგივე თანხის - 2027 წელსაც.
მოსკოვმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება ხელს უშლის კონფლიქტის დარეგულირებას, პირდაპირ რთავს ნატოს ქვეყნებს კონფლიქტში და წარმოადგენს „ცეცხლთან თამაშს“.
კრემლმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ უწყობს ხელს მოლაპარაკებებს და ნეგატიურ ეფექტს გამოიწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0