https://sputnik-georgia.com/20260905/the-guardian-natosi-ariares-evropis-moumzadebloba-rusettan-gawianurebuli-omistvis-300463060.html
The Guardian: ნატოში აღიარეს ევროპის მოუმზადებლობა რუსეთთან გაჭიანურებული ომისთვის
The Guardian: ნატოში აღიარეს ევროპის მოუმზადებლობა რუსეთთან გაჭიანურებული ომისთვის
Sputnik საქართველო
თავდაცვის დამგეგმავების მხრიდან შეშფოთება მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსკოვმა არაერთხელ უწოდა ნატოს გაზრდილ სამხედრო აქტივობას და ევროპის მილიტარიზაციას ფაქტორი... 05.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-05T19:12+0400
2026-09-05T19:12+0400
2026-09-06T00:51+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ნატო
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1b/298329849_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_1aa1e1b4226d36fb6b2389eceea93606.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ნატოში აღიარებენ, რომ ევროპა პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში დიდხანს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს, იტყობინება Guardian იმ განცხადებებზე დაყრდნობით, რომლებიც გაკეთდა ევროპის სამხედრო კოორდინაციის მომავლის თემაზე მიძღვნილ კონფერენციაზე.„ნატოსთან მომუშავე თავდაცვის დამგეგმავები შიშობენ, რომ ახლა რუსეთთან ომის შემთხვევაში, ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან გაჭიანურებულ ომს გამოფიტვაზე არასაკმარისი საბრძოლო მზადყოფნის გამო“, - ნათქვამია მასალაში.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ დასავლეთი იყენებს ცრუ განცხადებებს რუსულ საფრთხეებზე, რომელთა დახმარებითაც დასავლელი ელიტები გადასახადის გადამხდელებს თავდაცვის ბიუჯეტისთვის ფულს სძალავენ და უხსნიან თავიანთ შეცდომებს ეკონომიკაში.ბოლო წლებში რუსეთი აფიქსირებს ნატოს და ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო აქტივობის უპრეცედენტო ზრდას. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ევროპულ სახელმწიფოებზე თავდასხმას და რომ სამხედრო პოტენციალის ზრდა და ევროპის შემდგომი მილიტარიზაცია ზრდის დაძაბულობას და არ უწყობს ხელს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას.
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1b/298329849_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_73e58d3f71ff04bd0476ca30b0cb44dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ნატო , ევროპა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ნატო , ევროპა
The Guardian: ნატოში აღიარეს ევროპის მოუმზადებლობა რუსეთთან გაჭიანურებული ომისთვის
19:12 05.09.2026 (განახლებულია: 00:51 06.09.2026) თავდაცვის დამგეგმავების მხრიდან შეშფოთება მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსკოვმა არაერთხელ უწოდა ნატოს გაზრდილ სამხედრო აქტივობას და ევროპის მილიტარიზაციას ფაქტორი, რომლებიც მხოლოდ ზრდის დაძაბულობას და არ უწყობს ხელს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ნატოში აღიარებენ, რომ ევროპა პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში დიდხანს ვერ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს, იტყობინება Guardian იმ განცხადებებზე დაყრდნობით, რომლებიც გაკეთდა ევროპის სამხედრო კოორდინაციის მომავლის თემაზე მიძღვნილ კონფერენციაზე.
„ნატოსთან მომუშავე თავდაცვის დამგეგმავები შიშობენ, რომ ახლა რუსეთთან ომის შემთხვევაში, ევროპა ვერ გაუძლებს რუსეთთან გაჭიანურებულ ომს გამოფიტვაზე არასაკმარისი საბრძოლო მზადყოფნის გამო“, - ნათქვამია მასალაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ დასავლეთი იყენებს ცრუ განცხადებებს რუსულ საფრთხეებზე, რომელთა დახმარებითაც დასავლელი ელიტები გადასახადის გადამხდელებს თავდაცვის ბიუჯეტისთვის ფულს სძალავენ და უხსნიან თავიანთ შეცდომებს ეკონომიკაში.
ბოლო წლებში რუსეთი აფიქსირებს ნატოს და ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო აქტივობის უპრეცედენტო ზრდას. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ევროპულ სახელმწიფოებზე თავდასხმას და რომ სამხედრო პოტენციალის ზრდა და ევროპის შემდგომი მილიტარიზაცია ზრდის დაძაბულობას და არ უწყობს ხელს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას.