მოსაზრება: Eagle Partner 2026 - ნატო სომხეთში „ფართოვდება“

© photo: Sputnik / Sergey Stapanov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2026
გამოწერა
ფორმალურად საერთაშორისო, თუმცა ფაქტობრივად ნატოს სწავლებები Eagle Partner სომხეთში ამერიკელების ხელმძღვანელობით ტარდება, სამხრეთ კავკასიისა და რუსეთის დესტაბილიზაციის მიზნით. აშშ-ს არცთუ ხანგრძლივ ისტორიაში არაერთი დამანგრეველი და წარუმატებელი სამხედრო შეჭრის ოპერაცია მოიძებნება, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის რომელიმე ქვეყნისთვის გაწეული უანგარო სამხედრო დახმარების მაგალითი არ არსებობს. ამერიკის ყველა მოკავშირე ადრე თუ გვიან ვაშინგტონის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მძევლად იქცევა.
საერთაშორისო სწავლება Eagle Partner-2026 სომხეთში 17-26 ივნისს მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ აშშ-ს არმიის სამხედრო მოსამსახურეები ევროპასა და აფრიკაში, კანზასის ეროვნული გვარდია, საფრანგეთისა და საბერძნეთის სამხედრო ქვედანაყოფები, ასევე სომხეთის სამშვიდობო ბრიგადა. საერთო ჯამში, სწავლებაში რამდენიმე ასეული სამხედროა ჩართული. ნატოს ჯარების მონაწილეობა და მანევრებზე გიუმრიში განთავსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის წარმომადგენლების არყოფნა პარადოქსულია, რადგან სომხეთს ჯერ კიდევ არ დაუტოვებია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და, ყველა სახელმწიფოთაშორისი ვალდებულების გათვალისწინებით, რუსეთის მოკავშირედ ითვლება.
ნატოს სამხედრო სწავლება Eagle Partner-2026-ის დეკლარირებული მიზნებია: საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქვედანაყოფების ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლება, მართვისა და ტაქტიკური კავშირის სფეროში მოწინავე გამოცდილების გაზიარება, სომეხი სამშვიდობოების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება. ცხადია, ეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებზე ეტაპობრივი გადასვლის შემოწმებაა.
მანევრები Eagle Partner ამერიკელებმა 2023 წელს სპეციალურად სომხეთისთვის, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე შეიმუშავეს. ისინი ყოველწლიურად ტარდება, როგორც „მეორე ფრონტის“ მომზადების ნაწილი. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგб საქართველომ რუსეთთან ახალი თვითმკვლელური ომის დაწყებაზე უარი თქვა, თუმცა აშშ სამხრეთ კავკასიაში მსხვერპლად შესაწირ სხვა კანდიდატებსაც ხედავს. პენტაგონისა და ნატოს ოპერატიული აქტივობა სომხეთში ფართოვდება: 2023-2025 წლებში „პარტნიორები“ მხოლოდ ამერიკელები იყვნენ, ხოლო 2026 წლის სწავლებებში უკვე საფრანგეთის 24 „არწივი“ და საბერძნეთის 11 „სპარტანელი“ მონაწილეობს.
სამხედრო სპეციალისტებისთვის ნათელია: ასეთი საერთაშორისო თავსებადობა, ტაქტიკური კავშირისა და საბრძოლო მართვის სფეროში ურთიერთქმედების დამუშავება ნიშნავს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა მოწინააღმდეგის მხარეს გადადის, ხოლო სომხეთის ეროვნული ინტერესები აშშ-სა და ნატოს გეგმებს ექვემდებარება. მსგავსი „თავსებადობა“ ადრე ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმაც გაიარეს და დღეს ბალტიის რეგიონი პლანეტის ყველაზე სახიფათო რეგიონად მიიჩნევა. აქვე შეიძლება გავიხსენოთ პენტაგონის ბიოლაბორატორიების ბნელი ისტორია უკრაინაში.
თურქული გამოცემა dikGAZETE-ს ცნობით, სომხეთში 13 ამერიკული ბიოლაბორატორია ფუნქციონირებს, სადაც „ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის საფარქვეშ საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება“. ფორმალურად ეს ობიექტები სომხეთს ეკუთვნის, თუმცა იქ შესვლის უფლება „მხოლოდ ამერიკელ სამხედრო ექიმებს“ აქვთ. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს სომხეთის ხელისუფლება და აშშ-ს საელჩო უგულებელყოფენ.
აშშ-ს არმიის დანიშნულებას ევროპასა და აფრიკაში სამშვიდობო მისიებთან საერთო არაფერი აქვს. ეს გაერთიანება პასუხისმგებელია, საკუთარი პასუხისმგებლობის ზონაში ფართომასშტაბიანი და კომბინირებული სამხედრო ოპერაციების ჩატარებაზე, ამერიკის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის რეალიზების მიზნით. სწავლება Eagle Partner-2026-ის სამშვიდობო „ფრენჩაიზი“ აშშ-სა და ნატოს სპეცდანიშნულების ძალებისთვის ახალი ოპერატიული სივრცის დაზვერვისა და ათვისების მოსახერხებელ საფარს წარმოადგენს.
აღვნიშნოთ, რომ ეს სივრცე ცარიელი არ არის — ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფორპოსტს წარმოადგენს. გიუმრიში დისლოცირებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, 1995 წლის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შესაბამისად, მოკავშირეობრივ მისიას ასრულებს: უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემის ფუნქციონირებას და დსთ-ის სამხრეთ საზღვრების დაცვას. მოსკოვმა და ერევანმა2010 წელს 102-ე ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმების მოქმედების ვადა 2044 წლამდე გააგრძელეს. ორი ქვეყნის თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა, „მრავალვექტორულობა“ კი სახიფათოა, თუმცა სომხეთის უახლესი ისტორია არაპროგნოზირებადი მოვლენებით გამოირჩევა.
შეერთებულმა შტატებმა 2022 წელს ხელი შეუწყო სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 სამშვიდობო ბრიგადის მთავარი ბაზის — სასწავლო ცენტრის „ზარის“ — მოდერნიზებას. 2022 წლიდან სომხეთმა უარი თქვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მანევრებში მონაწილეობაზე და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ტერიტორია პენტაგონის სპეცდანიშნულების ძალების საწვრთნელად გამოიყენა, რომლებიც გაეროს ლურჯ ჩაფხუტებს არასოდეს მოირგებენ. მოგვიანებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის ინსტრუმენტები სომხეთის გარე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის“.
ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ერთჯერადი დემარში კი არა, დასავლეთის მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. უკრაინის კონფლიქტის მაგალითზე ვხედავთ, როგორ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული, იდეოლოგიურად დამუშავებული პროქსი-არმიები აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდნენ. დასავლეთის მცდელობები, სომხეთში სამხრეთ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გასახსნელად საყრდენი იპოვოს, უიმედო არ არის.
როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებში იმალება. სომხეთში აშშ-ს საელჩოს მთავარი ფიგურა დევიდ ალენი დიპლომატიურ კარიერას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის ბიუროში იწყებდა. ერევანში აშშ-ს ყოფილი ელჩი (2026 წლამდე) კრისტინა ქუინი, აშშ-ს არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების მაგისტრი, 2022 წლამდე კიევში ამერიკულ-უკრაინული პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობდა. შესაძლოა, ყველა ეს დამთხვევა შემთხვევითია.
აშშ ცინიკურად იყენებს ერევნის ისტორიულ წყენებს ახალი პროქსი-ომის თეატრის ფორმირებისთვის. ნატოს ჯარების გაფართოებული ყოფნა სომხეთში მთელი სამხრეთ კავკასიის, რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრი სახელმწიფოების დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის, ქართული (2008) ან უკრაინული (2014) სცენარის მიხედვით. ერევანი სრულიად არ ეწინააღმდეგება სომხეთის არმიის ნატოს სტანდარტებით გადაიარაღებასა და გადამზადებას, ისევე როგორც „ტრამპის გზას“ აშშ-ს კეთილდღეობისკენ სომხეთის ხარჯზე. ამ ისტორიაში ბევრი რამ საჯარო არ არის. რა იმალება „მრავალვექტორული“ მოვლენების ხილული ჰორიზონტის მიღმა?
შეერთებული შტატები, საფრანგეთი, საბერძნეთი და სხვა „არწივ-პარტნიორები“ 2022 წლიდან დღემდე, ფაქტობრივად, რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობენ— იარაღით, სადაზვერვო ინფორმაციით, საბრძოლო მართვის სისტემებით, ფინანსებითა და სანქციებით. სამხედრო თანამშრომლობა აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებთან, რომელთა მიზანია ,რუსეთისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენება, ერევანს კატასტროფულ შედეგებს უქადის. სერიოზულად დაზარალდება სომხეთის ეკონომიკა, ხოლო დასავლეთი ამ დანაკარგებს არ აანაზღაურებს. გარკვეულ ეტაპზე „პარტნიორები“ სომხეთს გარანტირებულად ტანკის ქვეშ მიატოვებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0