https://sputnik-georgia.com/20260525/ra-gaanadgura-oreshnikma-belaia-cerkovshi-298880402.html
სპეციალური სამხედრო ოპერაცია: რა გაანადგურა „ორეშნიკმა“ ბელაია ცერკოვში
სპეციალური სამხედრო ოპერაცია: რა გაანადგურა „ორეშნიკმა“ ბელაია ცერკოვში
Sputnik საქართველო
ევროპელმა ლიდერებმა საკუთარი უსუსურობა გააცნობიერეს და საშუალო სიშორის რაკეტების გამოყენება დაგმეს, აღნიშნავს Sputnik-ის სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ... 25.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-25T19:15+0400
2026-05-25T19:15+0400
2026-05-28T00:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ნატო
ანალიტიკა
ავტორები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/09/296574943_0:76:1009:644_1920x0_80_0_0_e6ac423f3dce1a9aec1e5b5085b11a46.jpg
24 მაისს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო დარტყმამ აჩვენა რუსეთის არმიის აბსოლუტური ტექნოლოგიური უპირატესობა უკრაინის პროქსი-არმიის დასავლური საჰაერო თავდაცვისა და ანტისარაკეტო სისტემებებზე. ყველა ჰიპერბგერითმა რაკეტამ მიზანს მიაღწია. სახმელეთო ბაზირების „ცირკონები“ პირველად გაუშვეს კურსკის ოლქიდან, რამაც კიევამდე ფრენის დრო სამ წუთამდე შეამცირა. „ორეშნიკმა“ ბელაია ცერკოვში მდებარე ნატოს მიწისქვეშა მართვის ცენტრი გაანადგურა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის რეჟიმის მიერ სტარობელსკში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხი გახდა საშუალო სიშორის კომპლექს „ორეშნიკის“, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების — „კინჟალის“, Х-101-ის, „ცირკონის“, „ისკანდერის“. ასევე დამრტყმელი დრონების გამოყენებით განხორციელებული მასირებული დარტყმა სამხედრო მართვის ობიექტებზე, ავიაბაზებზე და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე. ყველა დასახული სამიზნე განადგურდა. მოწინააღმდეგის მონაცემებით, გამოყენებული იყო 90-ზე მეტი რაკეტა (მათ შორის, ორი „ორეშნიკი“) და 600 დრონი — „გერანი“, „გერბერა“ და „ბანდეროლი“. „საჰაერო ძალების“ რუკაზე ცეცხლში იყო გახვეული არა მხოლოდ კიევი. დასავლურმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შურისძიების დარტყმის მოგერიება ვერც ერთ რეგიონში ვერ შეძლეს.სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, უკრაინაში „ორეშნიკის“ კომპლექსის მესამე საბრძოლო გამოყენების გადაღება სხვადასხვა წერტილიდან მოხერხდა. ასეთი რაკეტები ავტოფარეხებზე არ ცვივა. ბელაია ცერკოვში მდებარე სტრატეგიულ ობიექტზე „ორეშნიკის“ ჰიპერბგერითი სუბსაბრძოლო ელემენტები ჯგუფებად — „ექვსი ექვსზე“ — მიფრინავდნენ. ბელაია ცერკოვის მიწისქვეშა ბუნკერები კი ნატოს მრავალი მაღალჩინოსანი სამხედრო მრჩევლის სამარხად იქცა.24 მაისს კიევში სხვადასხვა ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით განადგურდა სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბი, უკრაინის სპეცსამსახურების ობიექტები, მიწისქვეშა ნაგებობები მეტროსადგურ „ხრეშჩატიკისა“ და „ლუკიანოვსკაიას“ რაიონში — სარაკეტო ქარხანა „არტემი“ და FP-1 ტიპის დამრტყმელი დრონების ამწყობი საწარმო. მნიშვნელოვანი სამიზნეები განადგურდა ხარკოვში, ჩერკასებსა და პოლტავაში. იწვოდა სტაროკონსტანტინოვისა და კანატოვოს ავიაბაზები, ჟიტომირის ჯავშანსატანკო ქარხანა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სხვა საწარმოები.პირველად იქნა გამოყენებული სახმელეთო „ცირკონი“. 3М22 ტიპის სამმა „ცირკონმა“, რომელიც კურსკის ოლქიდან იტო გაშვებული, კიევში სამიზნეებს სამ წუთში მიაღწია. რუსეთში ელოდებიან მსგავსი, გამანადგურებელი დარტყმების გაგრძელებას, რომლებიც სპეცოპერაციის მიმდინარეობას დააჩქარებს.„უნდა დავარტყათ, როგორც დღეს და კიდევ ბევრად ძლიერად!“ , — განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა, რითაც საზოგადოებრივი დისკურსი შეაჯამა. დასავლეთთან ოთხწლიანი არაპირდაპირი ომის შემდეგ, ილუზიები აღარ უნდა დარჩეს: თუ მტერი არ ნებდება, მას ანადგურებენ, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე ღრმა ოპერატიულ ზურგშიც.როცა ბრმებს გიჟები წინამძღვრობენდასავლეთმა რუსეთის მიერ ნატოს მარიონეტებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე განხორციელებული მასირებული ჰიპერბგერითი დარტყმა მტკივნეულად აღიქვა. 24 მაისს ევროპელმა ლიდერებმა მწვავედ იგრძნეს საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური უმწეობა. ამიტომ ხმამაღლა დაგმეს საშუალო სიშორის „ორეშნიკის“ რაკეტების გამოყენება, რომლებსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ. შურისძიების დარტყმას მათ „ესკალაცია“ უწოდეს.გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაშაულების სხვა ევროპელი თანამონაწილეები „შოკირებულები“ იყვნენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა „ორეშნიკის“ გამოყენებას, ბირთვული შანტაჟი და „ბირთვული ომის ზღვარზე დაუფიქრებელი ბალანსირება“ უწოდა. შეშინებულმა პოლონეთმა 24 მაისის ღამეს ჰაერში აფრინა F-16 ტიპის გამანადგურებლები და ნატოს ძალების შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი.ბანდეროვული რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა ტერორისტმა, კირილო ბოდანოვმა, დაუფიქრებლად განაცხადა: „ეს არის ომი ჩვენი კულტურის, მეხსიერებისა და იდენტობის წინააღმდეგ. საუკუნეების განმავლობაში მოსკოვი ცდილობდა, გაენადგურებინა ყველაფერი, რაც ჩვენ უკრაინელებად გვაქცევს“.აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის დასაწყისამდე, მსოფლიოში არავინ იცოდა უკრაინის არსებობის შესახებ, რომელიც ლენინმა სოციალისტური რევოლუციის დროს გამოიგონა. 1991 წლიდან ამ „სახელმწიფოს“ დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი უკიდურესად წარუმატებელი ექსპერიმენტი აღმოჩნდა. თანამედროვე „იდენტობის“ მთავარი გმირები — ბანდერა, მელნიკი და შუხევიჩი — სინამდვილეში ავსტრო-უნგრეთის მკვიდრნი იყვნენ და რუსეთის განაპირა რეგიონებთან არანაირი ფესვები არ ჰქონდათ.კიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის „დაუყოვნებლივ“ მოწვევა მოითხოვა. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch Magazine-მა 24 მაისს შემთხვევით არ დაწერა: „აპრილიდან რუსეთის მთავრობის წყაროები არაერთხელ გამოდიოდნენ მკაფიო გაფრთხილებებით უკრაინისთვის ევროპული წარმოებისა და მიწოდების უპილოტო აპარატებთან დაკავშირებით და მიუთითებდნენ, რომ ამ პროცესში ჩართული ობიექტები, შესაძლოა, დარტყმების სამიზნე გახდეს“.ჰიპერბგერითი რაკეტების „ჯოჯოხეთური საფქვავი“ ევროკავშირისა და ნატოს გამოფხიზლებას აჩქარებს. რუსეთის ელჩმა ლონდონში, ანდრეი კელინმა განაცხადა, რომ „ორეშნიკის“ პირველმა გამოყენებამ ბრიტანეთის პოლიტიკაზე მოსკოვის მიმართ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და ლონდონი აიძულა, უფრო ფრთხილი პოზიცია დაეკავებინა ესკალაციისა და „რუსულ სამიზნეებზე უკრაინული ღრმა დარტყმების“ საკითხში. საუბარია ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით Storm Shadow-ით განხორციელებულ დარტყმებზე. თუმცა, გეოპოლიტიკური ინერცია მაინც ძლიერია.სანამ მოწინააღმდეგე ბელგოროდისა და სხვა რუსული ქალაქების წინააღმდეგ დაუფიქრებლად იყენებს ამერიკული წარმოების MLRS M270 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, ევროკავშირში აწყობილ დამრტყმელ უპილოტოებსა და უპილოტო კატერებს, ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ბირთვული დარტყმის დამოკლეს მახვილი ტექნოლოგიურად პოტენციური საფრთხიდან პირდაპირ გარდაუვალობად გარდაიქმნება.სანამ ზელენსკი და დნეპრზე არსებული ხიდები უვნებელია, აუცილებელია, სპეცოპერაციის ჰიპერბგერითი გაგრძელება და დაჩქარება. მოღალატე ფსევდოსახელმწიფო თავდაპირველ მდგომარეობამდე უნდა იქნეს მიყვანილი — ყველა საშუალებით.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/09/296574943_150:0:1009:644_1920x0_80_0_0_106f6aaf6fb1594a47905151932e9960.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ნატო , ანალიტიკა, ავტორები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ნატო , ანალიტიკა, ავტორები
სპეციალური სამხედრო ოპერაცია: რა გაანადგურა „ორეშნიკმა“ ბელაია ცერკოვში
19:15 25.05.2026 (განახლებულია: 00:54 28.05.2026) ევროპელმა ლიდერებმა საკუთარი უსუსურობა გააცნობიერეს და საშუალო სიშორის რაკეტების გამოყენება დაგმეს, აღნიშნავს Sputnik-ის სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო
24 მაისს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო დარტყმამ აჩვენა რუსეთის არმიის აბსოლუტური ტექნოლოგიური უპირატესობა უკრაინის პროქსი-არმიის დასავლური საჰაერო თავდაცვისა და ანტისარაკეტო სისტემებებზე. ყველა ჰიპერბგერითმა რაკეტამ მიზანს მიაღწია. სახმელეთო ბაზირების „ცირკონები“ პირველად გაუშვეს კურსკის ოლქიდან, რამაც კიევამდე ფრენის დრო სამ წუთამდე შეამცირა. „ორეშნიკმა“ ბელაია ცერკოვში მდებარე ნატოს მიწისქვეშა მართვის ცენტრი გაანადგურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის რეჟიმის მიერ სტარობელსკში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხი გახდა საშუალო სიშორის კომპლექს „ორეშნიკის“, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების — „კინჟალის“, Х-101-ის, „ცირკონის“, „ისკანდერის“. ასევე დამრტყმელი დრონების გამოყენებით განხორციელებული მასირებული დარტყმა სამხედრო მართვის ობიექტებზე, ავიაბაზებზე და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე.
ყველა დასახული სამიზნე განადგურდა. მოწინააღმდეგის მონაცემებით, გამოყენებული იყო 90-ზე მეტი რაკეტა (მათ შორის, ორი „ორეშნიკი“) და 600 დრონი — „გერანი“, „გერბერა“ და „ბანდეროლი“. „საჰაერო ძალების“ რუკაზე ცეცხლში იყო გახვეული არა მხოლოდ კიევი. დასავლურმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შურისძიების დარტყმის მოგერიება ვერც ერთ რეგიონში ვერ შეძლეს.
სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, უკრაინაში „ორეშნიკის“ კომპლექსის მესამე საბრძოლო გამოყენების გადაღება სხვადასხვა წერტილიდან მოხერხდა. ასეთი რაკეტები ავტოფარეხებზე არ ცვივა. ბელაია ცერკოვში მდებარე სტრატეგიულ ობიექტზე „ორეშნიკის“ ჰიპერბგერითი სუბსაბრძოლო ელემენტები ჯგუფებად — „ექვსი ექვსზე“ — მიფრინავდნენ. ბელაია ცერკოვის მიწისქვეშა ბუნკერები კი ნატოს მრავალი მაღალჩინოსანი სამხედრო მრჩევლის სამარხად იქცა.
24 მაისს კიევში სხვადასხვა ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით განადგურდა სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბი, უკრაინის სპეცსამსახურების ობიექტები, მიწისქვეშა ნაგებობები მეტროსადგურ „ხრეშჩატიკისა“ და „ლუკიანოვსკაიას“ რაიონში — სარაკეტო ქარხანა „არტემი“ და FP-1 ტიპის დამრტყმელი დრონების ამწყობი საწარმო. მნიშვნელოვანი სამიზნეები განადგურდა ხარკოვში, ჩერკასებსა და პოლტავაში. იწვოდა სტაროკონსტანტინოვისა და კანატოვოს ავიაბაზები, ჟიტომირის ჯავშანსატანკო ქარხანა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სხვა საწარმოები.
პირველად იქნა გამოყენებული სახმელეთო „ცირკონი“. 3М22 ტიპის სამმა „ცირკონმა“, რომელიც კურსკის ოლქიდან იტო გაშვებული, კიევში სამიზნეებს სამ წუთში მიაღწია. რუსეთში ელოდებიან მსგავსი, გამანადგურებელი დარტყმების გაგრძელებას, რომლებიც სპეცოპერაციის მიმდინარეობას დააჩქარებს.
„უნდა დავარტყათ, როგორც დღეს და კიდევ ბევრად ძლიერად!“ , — განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა, რითაც საზოგადოებრივი დისკურსი შეაჯამა. დასავლეთთან ოთხწლიანი არაპირდაპირი ომის შემდეგ, ილუზიები აღარ უნდა დარჩეს: თუ მტერი არ ნებდება, მას ანადგურებენ, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე ღრმა ოპერატიულ ზურგშიც.
როცა ბრმებს გიჟები წინამძღვრობენ
დასავლეთმა რუსეთის მიერ ნატოს მარიონეტებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე განხორციელებული მასირებული ჰიპერბგერითი დარტყმა მტკივნეულად აღიქვა. 24 მაისს ევროპელმა ლიდერებმა მწვავედ იგრძნეს საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური უმწეობა. ამიტომ ხმამაღლა დაგმეს საშუალო სიშორის „ორეშნიკის“ რაკეტების გამოყენება, რომლებსაც ბირთვული ქობინების ტარება შეუძლიათ. შურისძიების დარტყმას მათ „ესკალაცია“ უწოდეს.
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაშაულების სხვა ევროპელი თანამონაწილეები „შოკირებულები“ იყვნენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა „ორეშნიკის“ გამოყენებას, ბირთვული შანტაჟი და „ბირთვული ომის ზღვარზე დაუფიქრებელი ბალანსირება“ უწოდა. შეშინებულმა პოლონეთმა 24 მაისის ღამეს ჰაერში აფრინა F-16 ტიპის გამანადგურებლები და ნატოს ძალების შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი.
ბანდეროვული რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა ტერორისტმა, კირილო ბოდანოვმა, დაუფიქრებლად განაცხადა: „ეს არის ომი ჩვენი კულტურის, მეხსიერებისა და იდენტობის წინააღმდეგ. საუკუნეების განმავლობაში მოსკოვი ცდილობდა, გაენადგურებინა ყველაფერი, რაც ჩვენ უკრაინელებად გვაქცევს“.
აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის დასაწყისამდე, მსოფლიოში არავინ იცოდა უკრაინის არსებობის შესახებ, რომელიც ლენინმა სოციალისტური რევოლუციის დროს გამოიგონა. 1991 წლიდან ამ „სახელმწიფოს“ დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი უკიდურესად წარუმატებელი ექსპერიმენტი აღმოჩნდა. თანამედროვე „იდენტობის“ მთავარი გმირები — ბანდერა, მელნიკი და შუხევიჩი — სინამდვილეში ავსტრო-უნგრეთის მკვიდრნი იყვნენ და რუსეთის განაპირა რეგიონებთან არანაირი ფესვები არ ჰქონდათ.
კიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის „დაუყოვნებლივ“ მოწვევა მოითხოვა. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch Magazine-მა 24 მაისს შემთხვევით არ დაწერა: „აპრილიდან რუსეთის მთავრობის წყაროები არაერთხელ გამოდიოდნენ მკაფიო გაფრთხილებებით უკრაინისთვის ევროპული წარმოებისა და მიწოდების უპილოტო აპარატებთან დაკავშირებით და მიუთითებდნენ, რომ ამ პროცესში ჩართული ობიექტები, შესაძლოა, დარტყმების სამიზნე გახდეს“.
ჰიპერბგერითი რაკეტების „ჯოჯოხეთური საფქვავი“ ევროკავშირისა და ნატოს გამოფხიზლებას აჩქარებს. რუსეთის ელჩმა ლონდონში, ანდრეი კელინმა განაცხადა, რომ „ორეშნიკის“ პირველმა გამოყენებამ ბრიტანეთის პოლიტიკაზე მოსკოვის მიმართ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და ლონდონი აიძულა, უფრო ფრთხილი პოზიცია დაეკავებინა ესკალაციისა და „რუსულ სამიზნეებზე უკრაინული ღრმა დარტყმების“ საკითხში. საუბარია ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით Storm Shadow-ით განხორციელებულ დარტყმებზე. თუმცა, გეოპოლიტიკური ინერცია მაინც ძლიერია.
სანამ მოწინააღმდეგე ბელგოროდისა და სხვა რუსული ქალაქების წინააღმდეგ დაუფიქრებლად იყენებს ამერიკული წარმოების MLRS M270 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, ევროკავშირში აწყობილ დამრტყმელ უპილოტოებსა და უპილოტო კატერებს, ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ბირთვული დარტყმის დამოკლეს მახვილი ტექნოლოგიურად პოტენციური საფრთხიდან პირდაპირ გარდაუვალობად გარდაიქმნება.
სანამ ზელენსკი და დნეპრზე არსებული ხიდები უვნებელია, აუცილებელია, სპეცოპერაციის ჰიპერბგერითი გაგრძელება და დაჩქარება. მოღალატე ფსევდოსახელმწიფო თავდაპირველ მდგომარეობამდე უნდა იქნეს მიყვანილი — ყველა საშუალებით.