თსუ-ში სტუდენტების საპროტესტო აქცია 10 მარტს დაიწყო. ახალგაზრდების ძირითადი მოთხოვნა ძირითადი მოთხოვნა უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა იყო. ხუთდღიანი გაფიცვის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების შემდეგ მათ მიზანს მიაღწიეს - გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. თუმცა, მანამდე უნივერსიტეტთან სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კონტრაქცია მოაწყვეს.