პრეზიდენტის ადმინისტრაცია თსუ-ის სტუდენტების პროტესტს თვალს ადევნებს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი „დიალოგის ხელშეწყობის მიზნით“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს და თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო აქციებს დააკვირდება, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

თსუ-ის შენობასთან ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლებშიც ასობით ადამიანი მონაწილეობს. აქციები პოლიციის კორდონებით არის გაყოფილი. ერთ მხარეს არიან სტუდენტები, რომლებიც კანცლერის პოსტზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას მოითხოვენ, ხოლო მეორე მხარეს — სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ისინი უნივერსიტეტის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულეს.

გოგონა სანაპიროზე - Sputnik საქართველო
თსუ–ს სტუდენტებმა მოთხოვნები წამოაყენეს

შამანიდი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში კახა კოჟორიძე თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„დღეს ჩვენი აქ მოსვლის მთავარი მიზანი დიალოგისთვის ხელის შეწყობაა“, — განაცხადა კოჟორიძემ, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

როგორც შამანიდმა აღნიშნა, ის აქციაზე დარჩება და მოვლენებს დააკვირდება.

თსუ-ის სტუდენტთა ჯგუფმა გასულ კვირაში გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით გაფიცვა დაიწყო. ისინი გაფრინდაშვილს სპეც-სამსახურებთან კავშირში სდებენ ბრალს.

აქციის მონაწილეები არა მარტო გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას მოითხოვენ, არამედ უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ ინსტიტუტთან“ (მოქმედი რეზერვის ოფიცერი) დაკავშირებით გამოძიების ჩატარებასაც. გარდა ამისა, მათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის სისტემის შეცვლა და თვითმმართველობის ფუნქციების მინიმიზირება სურთ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი თსუ–ს საბჭოს დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებს

კონტრაქციის მონაწილეები სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არიან. ისინი მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ თანამდებობა დატოვოს.

პარასკევს, თსუ-ში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე უნივერისტეტის საბჭოს წევრებს გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა სთხოვა. პაპავამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის.

ე.წ. „ოდეერის“ თანამშრომელი — სპეც-სამსახურის თანამშრომელია, რომელიც ამა თუ იმ ორგანიზაციაშია ჩანერგილი, ოფიციალურად რაიმე თანამდებობას იკავებს, მაგრამ ამავე დროს იქ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას სპეც-სამსახურებს აწვდის.

ყველა ახალი ამბავი
0