https://sputnik-georgia.com/20241129/saxalxo-damcveli-shss-mimartavs-291134556.html
სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში
სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული. 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T00:35+0400
2024-11-29T00:35+0400
2024-11-29T00:39+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თსუ-ის სტუდენტების საპროტესტო აქციები 2020
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1c/291133796_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_4ec72eab9f5830363d4563d2c668c436.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შეკრების თავისუფლების განხორციელებაში არ ჩაერიოს.28 ნოემბრის საღამოს საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, აქციის მონაწილეებს კი პროტესტი განაგრძონ მშვიდობიანად.მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.ამ დროისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1c/291133796_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_2d215d32b5b1b3bb322797eb354da963.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თსუ-ის სტუდენტების საპროტესტო აქციები 2020, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თსუ-ის სტუდენტების საპროტესტო აქციები 2020, თბილისი დღეს, ახალი ამბები
სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში
00:35 29.11.2024 (განახლებულია: 00:39 29.11.2024) ამ დროისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შეკრების თავისუფლების განხორციელებაში არ ჩაერიოს.
28 ნოემბრის საღამოს საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
„საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დროისთვის აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, აქციის მონაწილეებს კი პროტესტი განაგრძონ მშვიდობიანად.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.
ამ დროისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმებია მობილიზებული.