თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები რექტორს ვლადიმერ პაპავას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რომ უმაღლესი სასწავლებელი არ ვითარდება.
სტუდენტებმა შიმშილობა სამშაბათს განაახლეს. ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციები ამ მოთხოვნით 2015 წლის ოქტომბერსა და ამა წლის მარტში გამართეს. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ თითქოს რექტორი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.
მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ უნივერსიტეტში ძალოვანი და სხვა სტრუქტურების აგენტების საქმდებიან. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის აბსოლუტურად არ ვითარდება და ერთადერთი, რაც აქ ვითარდება, ეს სტუდენტებს შორის დაპირისპირებაა“, — განაცხადა ბახო კვირიკაშვილმა.
გუშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ დაადასტურა, რომ თსუ-ში მუშაობდა წარსულში სპეცსამსახურების თანამშრომელი — კანცლერის მოადგილე ივა კავსაძე.
მარტში თვითმმართვლობის წარმომადგენლემა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც „აუდიტორია 115“-ის აქტივისტებმა ისინი უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს და თსუ-ის ხელმძღვანელობას სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციების გაუქმებისკენ მუწოდეს.
ამას წინ უძღოდა „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნა კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. სტუდენტები მას სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდნენ.
გაფიცვის ხუთი დღის შემდეგ მათ მიაღწიეს იმას, რომ გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.
გაფიცვა გაგრძელდა და მხოლოდ 17 მარტს აქციები შეწყდა მას შემდეგ, რაც შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლება 17 აპრილამდე სტუდენტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.