თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა კვლავ შიმშილობა დაიწყეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსტუდენტების აქცია
სტუდენტების აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმმართველობის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ გამოდიან და მის გადადგომას მოითხოვენ.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ათმა სტუდენტმა რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადდგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციები ამ მოთხოვნით 2015 წლის ოქტომბერსა და ამა წლის მარტში გამართეს. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ თითქოს რექტორი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.

თამარ სანიკიძე სტუდენტებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების სამინისტრო მზადაა, სტუდენტების გამო კანონი შეცვალოს

„პაპავას წინააღმდეგ იმიტომ გამოვდივართ, რომ ის ძველ ძალოვანებს მფარველობს“, — განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა Sputnik-თან საუბარში.

პაპავას თსუ-ში მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტში მუშაობა წარსულში ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებმა დაიწყეს, აღნიშნა მან.

საბაურის თქმით, ყველა ამ ადამიანს, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ, უნივერსიტეტში მაღალი თანამდებოები უკავიათ.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტური მმართველობის მოთხოვნებს არც ამჯერად დააკმაყოფილებენ, მოშიმშილებს ყოველდღე ექვსი-შვიდი ადამიანი შეუერთდება, განაცხადა საბაურმა.

მარტში თვითმმართვლობის წარმომადგენლემა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც „აუდიტორია 115“-ის აქტივისტებმა ისინი უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს და თსუ-ის ხელმძღვანელობას სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციების გაუქმებისკენ მუწოდეს.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
უნივერსიტეტში აქცია შეწყდა, მოთხოვნები დარჩა

ამას წინ უძღოდა „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნა კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. სტუდენტები მას სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდნენ.

გაფიცვის ხუთი დღის შემდეგ მათ მიაღწიეს იმას, რომ გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.

გაფიცვა გაგრძელდა და მხოლოდ 17 მარტს აქციები შეწყდა მას შემდეგ, რაც შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლება 17 აპრილამდე სტუდენტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

ყველა ახალი ამბავი
0