საქართველოს განათლების სამინისტრო მზადაა, სტუდენტების გამო კანონი შეცვალოს

© Минобразования Грузииთამარ სანიკიძე სტუდენტებთან შეხვედრაზე
თამარ სანიკიძე სტუდენტებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თსუ-ის სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის ფუნქციების შემცირებასა და ამ ორგანოში არჩევნების მაისში ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო მზადაა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა წინადადებების საფუძველზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანოს, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სტუდენტების პროტესტი - Sputnik საქართველო
დაძაბული ღამე თსუ-ში - უნივერსიტეტი ორად არის გახლეჩილი

თსუ-ის სტუდენტებმა მარტის დასაწყისში საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი უმაღლესი სასწავლებლის სპეცსამსახურებისგან გაწმენდასა და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის ჩატარებას მოითხოვდნენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამინისტროს განათლების სისტემის რეფორმაში სტუდენტების მოსაზრების გათვალისწინება დაავალა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა გაცვალეს ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შეთანხმდნენ იმ პრინციპებზე, რასაც მომავალში ახალი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მოერგოს. ეს ცვლილებები შეეხება თვითმმართველობის არსებულ სისტემას, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს, რა ვადებში უნდა შესრულდეს ეს სამუშაოები, რათა ახალი თვითმმართველობის არჩევნები უკვე ახალი სისტემის შესაბამისად განხორციელდეს.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
უნივერსიტეტში აქცია შეწყდა, მოთხოვნები დარჩა

თსუ-ის სტუდენტები ამ დროისთვის ორ ბანაკად არიან გაყოფილი — მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“. სწორედ „აუდიტორია 115“ გამოდის თვითმმართველობის ფუნქციების შეკვეცის მოთხოვნით და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას პრივილეგირებულს უწოდებს. მისმა წარმომადგენლებმა განათლების სამინისტროს წინადადება დადებითად შეაფასეს.

„ჩვენ ინიციატივაზე მუშაობას დავიწყებთ“, — განაცხადა მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.

სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელიც თსუ-ის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვს, განათლების სამინისტროს წინადადებაში არაფერი ახალი არ დაუნახავს.

„ეს წინადადებები, რომლებიც მოვისმინეთ, უკვე არსებობს, და არ მესმის, კანონში რა საჭიროა ასეთი კონკრეტიზაცია, რადგან კანონი ისედაც აძლევს სტუდენტებს თვითმმართველობის საკუთარი მოდელის არჩევის შესაძლებლობას“, — განაცხადა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა.

საპროტესტო აქციები, რომლებიც 17 მარტს შეწყდა, შესაძლოა, 17 აპრილს გაგრძელდეს, თუ სტუდენტთა პირობები არ შესრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0