https://sputnik-georgia.com/20220615/tsu-si-gaficva-grzeldeba-processi-saxalxo-damcveli-caerto-267505372.html
თსუ-ში გაფიცვა გრძელდება: პროცესში სახალხო დამცველი ჩაერთო
თსუ-ში გაფიცვა გრძელდება: პროცესში სახალხო დამცველი ჩაერთო
Sputnik საქართველო
სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებზე, ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, განაცხადა ნინო ლომჯარიამ
2022-06-15T23:41+0400
2022-06-15T23:41+0400
2022-06-15T23:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
თსუ-ის სტუდენტების საპროტესტო აქციები 2020
საზოგადოება
განათლება საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266365109_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_9a18e51a910726940c4a1b46096a6488.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდა და მხარეების მოთხოვნებს გაეცნო.გასულ კვირაში უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, რომელიც სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას მოითხოვს, მის კაბინეტში შეიჭრა და დაიკავა ის. მანამდე რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.სტუდენტებს უკვე მეექვსე დღეა რექტორის კაბინეტი აქვთ დაკავებული. ისინი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას მოითხოვენ.მან აღნიშნა, რომ გაფიცულ სტუდენტებს სურთ, რომ მათ მოუსმინონ და მათი პრობლემები გაითვალისწინონ.სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, რომელიც უარს აცხადებდა გაფიცულებთან შეხვედრაზე, სანამ ისინი რექტორის კაბინეტს არ დატოვებენ, განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ადმინისტრაციის შეხვედრა გაფიცულ სტუდენტებთან.მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მათ ღამის გასათევის ძებნა აღარ დასჭირდეთ.დღეისათვის თსუ-ის 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც.2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ქვეყნის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს მისცა სწავლების ფორმის არჩევის თავისუფლება – ონლაინ რეჟიმში, ჰიბრიდული თუ დასწრებული ფორმით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266365109_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_c5237b1601fa932a62516225ac4e6e71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თსუ გაფიცვა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
თსუ გაფიცვა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
თსუ-ში გაფიცვა გრძელდება: პროცესში სახალხო დამცველი ჩაერთო
23:41 15.06.2022 (განახლებულია: 23:49 15.06.2022) სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებზე, ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდა და მხარეების მოთხოვნებს გაეცნო.
გასულ კვირაში უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი, რომელიც სასწავლებლის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას მოითხოვს, მის კაბინეტში შეიჭრა და დაიკავა ის. მანამდე რეგიონებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია გამოცდების დისტანციურად ჩაბარების მოთხოვნით. მათი თქმით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა, რის შედეგადაც მათ დედაქალაქში ბინის დაქირავება უჭირთ.
სტუდენტებს უკვე მეექვსე დღეა რექტორის კაბინეტი აქვთ დაკავებული. ისინი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ-რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას მოითხოვენ.
„სტუდენტები ითხოვდნენ არა გამოცდებზე შეღავათებს, არამედ იმ შეღავათებს, რომელიც სწავლასა და საგამოცდო პროცესს მოერგება, თითოეული მათგანის მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით; მით უმეტეს, რომ ათასობით სტუდენტს მხოლოდ იმის გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მან აღნიშნა, რომ გაფიცულ სტუდენტებს სურთ, რომ მათ მოუსმინონ და მათი პრობლემები გაითვალისწინონ.
სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, რომელიც უარს აცხადებდა გაფიცულებთან შეხვედრაზე, სანამ ისინი რექტორის კაბინეტს არ დატოვებენ, განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ადმინისტრაციის შეხვედრა გაფიცულ სტუდენტებთან.
მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სტუდენტებს სესიის დისტანციურად ჩაბარების უფლებაზე უარი უთხრა, რადგან ეს მათი ცოდნის შეფასების უსამართლო ფორმად მიაჩნია. მიუხედავად ამისა, უმაღლესმა სასწავლებელმა გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონებში დამატებითი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მათ ღამის გასათევის ძებნა აღარ დასჭირდეთ.
დღეისათვის თსუ-ის 3,5 ათასზე მეტ სასწავლო კურსზე 24 ათასი სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ ქვეყნის განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს მისცა სწავლების ფორმის არჩევის თავისუფლება – ონლაინ რეჟიმში, ჰიბრიდული თუ დასწრებული ფორმით.