ახალგაზრდობის ნაწილი ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას ცალკე გამართავს

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდობა, რომელიც აღშფოთებულია პროკურატურის მიერ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამოძიებით, პოლიტიკოსებთან ერთად აქციებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდობის ნაწილმა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს დაუჭირა მხარი, გადაწყვიტა გაემიჯნოს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და ვაკის პარკში შეკრება გადაწყვიტა.

რუსთაველის გამზირზე მისული სტუდენტები აქციას გამოეყვნენ >>

აქცია გაიმართება სახელწოდებით „სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე“. თავდაპირველად ახალგაზრდობა გეგმავდა შეკრებას მრგვალ ბაღში, შემდეგ ვაკის რაიონში, თუმცა შემდეგ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ის კვირას და სხვა ადგილას ჩაატარონ.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
დადუნაშვილი: რევოლუცია არ მინდა, მინდა, ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად, კონფლიქტების გარეშე ჩაიაროს… ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ საზოგადოებას პოლიტიკოსების გარეშე“, — განაცხადა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში აქციის ორგანიზატორმა, შაკო კიკვაძემ.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. მისი ინიციატორებია ზაზა სარალიძე და მისი ახლობლები.

ორი დღე იქ ათასობით ადამიანი იკრიბებოდა, ძირითადად ახალგაზრდობა. ისინი დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ და გვიან ღამემდე რჩებოდნენ. სარალიძე და მისი მომხრეების მცირე ჯგუფი ღამეებს პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში ათენებდა.

საპროტესტო ტალღა თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მოზარდების მკვლელობისთვის დაკავებულთაგან არცერთს არ მოუკლავს დავით სარალიძე. ამან დაადასტურა მამამისი სიტყვები, რომ სხვა დამნაშავეები გარეთ არიან. მომიტინგეებმა პროკურატურა და ხელისუფლება დანარჩენი დამნაშავეების დაფარვაში დაადანაშაულეს.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
სარალიძე: არ ვიბრძვი იმისთვის რომ ეს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სისხლიანი გარჩევის მსხვერპლი 2017 წლის 1 დეკემბერს გახდნენ. სასიკვდილო დაპირისპირება არასრულწლოვანთა შორის სკოლის მახლობლად, ხორავას ქუჩაზე მოხდა.

ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი თვლის, რომ ოპოზიციონერები მანიპულირებენ ზაზა სარალიძეთი და მის გრძნობებზე თამაშობენ, სხვები კი ყველაფერში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელებში პერიოდულად ჩნდება მოსაზრება, რომ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მართავენ.


ყველა ახალი ამბავი
0