დადუნაშვილი: რევოლუცია არ მინდა, მინდა, ჩემი შვილის მკვლელი დაისაჯოს

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენ გვერდში ვარ, მთავრობა ჩვენ გვერდშია. სამართლით მეც არ ვარ კმაყოფილი, მინდა, ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს, განაცხადა დადუნაშვილმა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ორი-სამი საათის უკან აქ გამოვიდა ტიპი, რომელმაც ჩემი შვილის ნათლიად გაასაღა თავი. ავანტიურებს და ავანტიურისტებს აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს, განაცხადა მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამამ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლევან დადუნაშვილის მამა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელსაც მეორე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მართავს, როგორც თავად განაცხადა, პირველად მივიდა. ის აღშფოთებულია, რადგან აქციაზე ერთ–ერთმა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ლევანის ნათლია იყო.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
სარალიძე: უნდა დაღვარონ ჩემი სისხლი? დაღვარონ! მე მაგათი დაცვა არ მჭირდება

„მე არასდროს გამოვჩენილვარ არც კამერებთან და არც მიტინგზე, აღმაშფოთა ერთმა ფაქტმა… გამოვიდა კაცი, რომელმაც ბუნებაში არ იცოდა, ვინ იყო ჩემი შვილი. ამბობს, რომ ნათლიაა, ეს არ უნდა იკადროს არც ერთმა ქართველმა“, – განაცხადა დადუნაშვილმა.

მან მიმართა სისხლიან გარჩევაში მონაწილე მოზარდების მშობლებს, რომ გამოიყვანონ თავიანთი შვილები და სწორი ჩვენება მისცენ.

„ჩემი სათქმელი ესაა, მე ზაზას (სარალიძეს) თანადგომას ვუცხადებ, ზაზას გვერდში ვარ. ჩემი და ზაზას ტრაგედია ერთია, საქართველოს ტკივილია, მაგრამ დავიღალეთ. გამოძიება არ სრულდება ბევრი გარემოებების გამო… არ გამოჰყავთ თავიანთი შვილები, რომ ჩვენება მისცენ და სწორი გამოძიება წარიმართოს. მე შენ გვერდში ვარ, მთავრობა ჩვენ გვერდშია, დავდგეთ ერთად და გამოვიძიოთ. მივცეთ შანსი“, – განაცხადა დადუნაშვილმა.

„მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამ კანონებით ვცხოვრობ, რევოლუცია არ მინდა. მე მინდა, ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს, სამართლით მეც არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ დღეს ეს არის გამოსავალი. სიმართლე უნდა გაირკვეს, თუ ამის შემდეგ კითხვები დარჩება, მე შენ გვერდით ვიქნები“, – აღნიშნა მან.

შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს–ს სპეციალური განცხადება: ზაზა სარალიძის წინააღმდეგ მოსალოდნელია პროვოკაციები

როდესაც ლევან დადუნაშვილის მამამ სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ზაზა სარალიძემ თქვა – „სუსი“.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მეორე დღეა მართავს. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.


ყველა ახალი ამბავი
0