შსს–ს სპეციალური განცხადება: ზაზა სარალიძის წინააღმდეგ მოსალოდნელია პროვოკაციები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებაში აღნიშნავენ, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ეს პროვოკაციები, შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაცია, აღნიშნულია შსს–ს სპეციალურ განცხადებაში.

საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
შსს: არსებობს ეჭვი, რომ კონკრეტული პირები გამოძიებაზე ზემოქმედებდნენ

მეორე დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. აქციაზე მისული მოქალაქეები უკმაყოფილო არიან მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებებით და შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენით. 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ეს პროვოკაციები, შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ.

„ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადა, რასაც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებს მრავალი ათასი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.


ყველა ახალი ამბავი
0