თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფ „აუდიტორია 115“-ის წევრები, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად, უმაღლეს სასწავლებელში გარდამავალი პერიოდის გამოცხადებას მოითხოვენ.
მარტში „აუდიტორია 115“-მა სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს და თსუ-ის ხელმძღვანელობას სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციების გაუქმებისკენ მუწოდეს.
„გარდამავალ პერიოდში, ეს დაახლოებით ორი თვეა, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში უნდა შევიდეს შესწორებები, რომელიც სტუდენტურ თვითმმართველობას, რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევნებს შეეხება“, — განაცხადა „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა წევრმა მარიამ გულიაშვილმა.
მისი თქმით, გარდამავალ პერიოდში უნივერსიტეტს სასწავლებლის მმართველი ორგანოები და აკადემიური საბჭო დროებით უხელმძღვანელებს.
„ამ მომენტში ჩვენ რექტორის გადადგომას არ მოვითხოვთ, რადგან ამ რეფორმების განხორციელებისთვის უნივერსიტეტში სტაბილურობაა საჭირო. ეს რეფორმები ვინმემ უნდა განახორციელოს, შესაბამისად, თუ დესტაბილიზაციას შევქმნით, ეს არ მოხდება. ამიტომ გარდამავალი პერიოდის გამოცხადებას მოვითხოვთ“, — აღნიშნა გულიაშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, „აუდიტორია 115“ საპროტესტო აქციების განახლებით იმუქრება.
აქტივისტი სტუდენტები აკადემიურ საბჭო სრულ უნდობლობას უცხადებენ და მის ლეგიტიმურობას არ აღიარეენ, რამდენადაც, მათი აზრით, ორგანო დარღვევებით მუშაობდა.
აქტივისტი-სტუდენტების აზრით, თვითმმართველობის რადიკალური რეფორმირება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც კანონში შესწორებებს შეიტანენ. ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, იმართება კონსულტაციები იურისტებთან. ამის შემდეგ გაიმართება შეხვედრა განათლების სამინისტროში, რომელმაც ამ საკითხში დახმარეის პირობა დადო.
„თვითმმართველობა უნდა დავინახოთ არა როგორც ინსტიტუცია, არამედ როგორც ფასეულობა. სტუდენტებს შორის არანაირი იერარქია უკვე აღარ უნდა იყოს. არანაირი პრეზიდენტები და თავმჯდომარეები აღარ გვჭირდბა“, — აღნიშნა მან.
თვითმმართვლობის წარმომადგენლემა საპროტესტო აქციები მარტში, „აუდიტორია 115“-ის მხრიდან ბრალდებების შემდეგ დაიწყეს. მათ უარყვეს ბრალდებები და რექტორის გადადგომა მოითხოვეს.
ასევე, „აუდიტორია 115“ მოითხოვდა კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას. სტუდენტები მას სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდნენ.
გაფიცვის ხუთი დღის შემდეგ მათ მიაღწიეს იმას, რომ გაფრინდაშვილმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.
გაფიცვა გაგრძელდა და მხოლოდ 17 მარტს აქციები შეწყდა მას შემდეგ, რაცშეთანხმდნენ, რომ ხელისუფლება 17 აპრილამდე სტუდენტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.
გუშინ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
გულიაშვილთან საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პაპავამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც აკადეიურმა საბჭომ მოიწონა. ახალი რექტორის დანიშვნამდე პაპავა რექტორის მოვალეობას შეასრულებს.