რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე დასავლეთ საქართველოშია, მოიცავს რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის ნაწილის ტერიტორიებს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში შედის ადმინისტრაციული ერთეულები: ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის მუნიციპალიტეტები. მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ნიკორწმინდის ეკლესია, ბარაკონის ტაძარი, ხოტევის ციხე, მინდა ციხე, მრავალძალის ეკლესია, კვარაციხე. მოსახლეობა ძირითადად მისდევს სოფლის მეურნეობას. განვითარებულია მეცხოველეობა, მეკარტოფილეობა, მევენახეობა. მსოფლიოშია ცნობილი რაჭული ღვინო ხვანჭკარა. რაჭა-ლეჩხუმის მხარე გამოირჩევა თვალწარმტაცი ბუნებით, ჩანჩქერებით, ალპური მდელოებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, შაორისა და ლაჯანურის წყალსაცავებით.

ახალი ამბები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0