https://sputnik-georgia.com/20251010/rtveli-2025-kaxetsi-260-atas-tonamde-yurzeni-gadamusavda-295320635.html
რთველი-2025: კახეთში 260 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
რთველი-2025: კახეთში 260 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
Sputnik საქართველო
2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის პროგნოზი 200-250 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა 10.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-10T12:39+0400
2025-10-10T12:39+0400
2025-10-10T12:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
კახეთი
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0d/294925702_20:0:1261:698_1920x0_80_0_0_056f0ba7f983acec866fab5d8f07f5c7.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. 10 ოქტომბრის მდგომარეობით, „რთველი 2025"-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში 260 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათასამდე ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი უკვე 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 130 ათასამდე ტონა "რქაწითელი", 112 ათასამდე ტონა "საფერავი", დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 550-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან. აქედან 330 რთველში სხვადასხვა ეტაპზე იყო ჩართული. 2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის პროგნოზი 200-250 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება ხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კი გადამუშავებულია 1,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია. რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავალი უკვე დააბინავა 800-მდე მევენახემ. რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს "ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც ერთი კგ ალექსანდროულის, ასევე, ერთი კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. კახეთის რეგიონში კი ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული "საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,50 ლარად , "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად. 2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
კახეთი
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0d/294925702_175:0:1106:698_1920x0_80_0_0_958e348b677e62de117f78e3565c1dba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, კახეთი , რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, კახეთი , რაჭა-ლეჩხუმი
რთველი-2025: კახეთში 260 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის პროგნოზი 200-250 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. 10 ოქტომბრის მდგომარეობით, „რთველი 2025"-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში 260 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 10 ათასამდე ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი უკვე 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 130 ათასამდე ტონა "რქაწითელი", 112 ათასამდე ტონა "საფერავი", დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 550-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან. აქედან 330 რთველში სხვადასხვა ეტაპზე იყო ჩართული.
2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის პროგნოზი 200-250 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება ხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კი გადამუშავებულია 1,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია. რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავალი უკვე დააბინავა 800-მდე მევენახემ.
რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს "ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც ერთი კგ ალექსანდროულის, ასევე, ერთი კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
კახეთის რეგიონში კი ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული "საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,50 ლარად , "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.