https://sputnik-georgia.com/20260120/ambroloauris-aeroporti-9-wlisaa-296726907.html
ამბროლაურის აეროპორტი 9 წლისაა
ამბროლაურის აეროპორტი 9 წლისაა
Sputnik საქართველო
2017 წლიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 16.481 მგზავრსა და 1.060 რეისს მოემსახურა. 20.01.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-01-20T14:49+0400
2026-01-20T14:49+0400
2026-01-20T15:57+0400
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296727533_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_fb1123685187983658ab92a7d6829f1b.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი 9 წლის იუბილეს აღნიშნავს, ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აეროპორტი მხოლოდ ერთ რეისს ასრულებს: ამბროლაური-ნატახტარი-ამბროლაური. პირდაპირი ფრენების დაწყებამდე თბილისიდან რაჭის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მანძილი 270 კილომეტრია და მგზავრობას დაახლოებით ოთხი საათი სჭირდებოდა.აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა. შესაბამისად, რაჭა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენდირექტორ ლევან მოსეშვილის თქმით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის, ასევე ადგილობრივი ტურისტული სექტორის განვითარებისთვის, რადგანაც აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე აეროპორტში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მხრიდან 20 ადამიანია დასაქმებული. მან თანამშრომლებს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.„მომავალში, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა გაცილებით აქტიური გახდება“, - აღნიშნა მან. ამბროლაურის აეროპორტის ისტორიაამბროლაურის ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი რაჭის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 3,5 კილომეტრში მდებარეობს.აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2016 წელს შედგა, თუმცა მან სრული დატვირთვის მუშაობა 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 1,1 კილომეტრია, სიგანე — 30 მეტრი, აეროპორტის ტერმინალის ფართობი — 600 კვადრატული მეტრი. ფრენის ხანგრძლივობა 30 წუთია, ბილეთის ღირებულება 50 ლარი. სამ წლამდე ბავშვების მგზავრობა უფასოა, სამიდან 12 წლამდე ბავშვების ბილეთის ღირებულება 35 ლარს შეადგენს. 2017 წლიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 16.481 მგზავრსა და 1.060 რეისს მოემსახურა. 2024 წელს მგზავრთნაკადი 16,6%-ით შემცირდა და 1,825 შეადგინა, რეისების რაოდენობა კი 4%-ით გაიზარდა და 129-ს მიაღწია.ამ ეტაპზე აეროპორტი მცირე ზომის - 15 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში ტერმინალის გაფართოებაც.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/01/14/296727533_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_676fe5c0b2be1f3a32ec6cbf16004749.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
ამბროლაურის აეროპორტი 9 წლისაა
14:49 20.01.2026 (განახლებულია: 15:57 20.01.2026) 2017 წლიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 16.481 მგზავრსა და 1.060 რეისს მოემსახურა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი 9 წლის იუბილეს აღნიშნავს, ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აეროპორტი მხოლოდ ერთ რეისს ასრულებს: ამბროლაური-ნატახტარი-ამბროლაური. პირდაპირი ფრენების დაწყებამდე თბილისიდან რაჭის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მანძილი 270 კილომეტრია და მგზავრობას დაახლოებით ოთხი საათი სჭირდებოდა.
აეროპორტის მშენებლობის შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ნატახტრიდან ამბროლაურის მიმართულებით 35 წუთამდე შემცირდა. შესაბამისად, რაჭა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენდირექტორ ლევან მოსეშვილის თქმით, ამბროლაურის აეროპორტის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარისთვის, ასევე ადგილობრივი ტურისტული სექტორის განვითარებისთვის, რადგანაც აეროპორტმა რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.
„ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტის ფუნქციონირებამ რაჭაში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა. გაჩნდა ახალი სასტუმროები და გესთჰაუსები, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში ტურიზმის სფეროს განვითარებას”, -განაცხადა მოსეშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე აეროპორტში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მხრიდან 20 ადამიანია დასაქმებული. მან თანამშრომლებს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მომავალში, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა გაცილებით აქტიური გახდება“, - აღნიშნა მან.
ამბროლაურის აეროპორტის ისტორია
ამბროლაურის ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი რაჭის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 3,5 კილომეტრში მდებარეობს.
აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2016 წელს შედგა, თუმცა მან სრული დატვირთვის მუშაობა 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 1,1 კილომეტრია, სიგანე — 30 მეტრი, აეროპორტის ტერმინალის ფართობი — 600 კვადრატული მეტრი. ფრენის ხანგრძლივობა 30 წუთია, ბილეთის ღირებულება 50 ლარი. სამ წლამდე ბავშვების მგზავრობა უფასოა, სამიდან 12 წლამდე ბავშვების ბილეთის ღირებულება 35 ლარს შეადგენს.
2017 წლიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 16.481 მგზავრსა და 1.060 რეისს მოემსახურა. 2024 წელს მგზავრთნაკადი 16,6%-ით შემცირდა და 1,825 შეადგინა, რეისების რაოდენობა კი 4%-ით გაიზარდა და 129-ს მიაღწია.
ამ ეტაპზე აეროპორტი მცირე ზომის - 15 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში ტერმინალის გაფართოებაც.