https://sputnik-georgia.com/20261029/rachashi-3500-tona-kurzeni-gadaamushaves-301427038.html
პროგნოზს გადააჭარბა: როგორ მიმდინარეობს რთველი რაჭაში
პროგნოზს გადააჭარბა: როგორ მიმდინარეობს რთველი რაჭაში
Sputnik საქართველო
მევენახეების შემოსავალმა რაჭაში 27,6 მლნ ლარი შეადგინა 29.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-29T11:23+0400
2026-10-29T11:23+0400
2026-10-29T11:23+0400
საქართველო
ახალი ამბები
რთველი
რაჭა-ლეჩხუმი
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/51/246825145_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_838f0f36806be6c6f72f34d61839d0af.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გადამუშავებულია 3,5 ათას ტონამდე „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი, თავდაპირველად კი წლევანდელი პროგნოზი 3 ათას ტონას შეადგენდა, ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარა“ მზადდება „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების ნაზავით.უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მოსავალი 1,5 ათასამდე მევენახემ დააბინავა, მათმა შემოსავალმა 27,6 მლნ ლარი შეადგინა. ყურძნის ჩაბარება-გადამუშავებაში ეტაპობრივად მონაწილეობდა 35 ღვინის კომპანია, მათ შორის სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია".რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ისე 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა" და „ალექსანდროულში" შერევა.„რთველი 2026"- ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.მიმდინარე წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.2025 წელს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე 145,7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც 241 მლნ ლარი დახარჯა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/51/246825145_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_d24507b19a360db34b9770b9ed82679a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, რთველი , რაჭა-ლეჩხუმი , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო, ახალი ამბები, რთველი , რაჭა-ლეჩხუმი , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
პროგნოზს გადააჭარბა: როგორ მიმდინარეობს რთველი რაჭაში
მევენახეების შემოსავალმა რაჭაში 27,6 მლნ ლარი შეადგინა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გადამუშავებულია 3,5 ათას ტონამდე „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი, თავდაპირველად კი წლევანდელი პროგნოზი 3 ათას ტონას შეადგენდა, ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარა“ მზადდება „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების ნაზავით.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მოსავალი 1,5 ათასამდე მევენახემ დააბინავა, მათმა შემოსავალმა 27,6 მლნ ლარი შეადგინა. ყურძნის ჩაბარება-გადამუშავებაში ეტაპობრივად მონაწილეობდა 35 ღვინის კომპანია, მათ შორის სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია".
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ისე 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.
ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა" და „ალექსანდროულში" შერევა.
„რთველი 2026"- ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.
მიმდინარე წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია
2025 წელს ქართულმა ღვინის ქარხნებმა 336 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია (5%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს). გასულ წელს მოსავალი 22 ათასმა ფერმერმა ჩააბარა - მევენახეების საერთო შემოსავალმა ჯამში 475 მლნ ლარი შეადგინა.
2025 წელს მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე 145,7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც 241 მლნ ლარი დახარჯა.