https://sputnik-georgia.com/20260701/onshi-mdinare-xeorze-xidi-moewyoba-299425079.html
მდინარე ხეორზე დროებითი ხიდი მოეწყობა: ონში მეწყრული პროცესების სტაბილიზაცია გრძელდება
მდინარე ხეორზე დროებითი ხიდი მოეწყობა: ონში მეწყრული პროცესების სტაბილიზაცია გრძელდება
Sputnik საქართველო
ონთან მეწყერი 1 მაისს ჩამოწვა - სტიქიის შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტა. 01.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-01T10:29+0400
2026-07-01T10:29+0400
2026-07-01T10:33+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184161_0:29:550:338_1920x0_80_0_0_93bfc92c95e1f0e21ac01077bfeba4d2.png
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ონის მუნიციპალიტეტის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით ადგილზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ონთან მეწყერი 1 მაისს ჩამოწვა - სტიქიის შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტა. ფერდობზე აქტიური ქვათაცვენისა და მეწყრული პროცესების გამო, ტერიტორიაზე გეოლოგების მიერ სიტუაციის შესწავლა და ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები, რომლებიც ადგილზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184161_31:0:519:366_1920x0_80_0_0_c4a37f9855f8fbc41ca064e05243c05a.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები
მდინარე ხეორზე დროებითი ხიდი მოეწყობა: ონში მეწყრული პროცესების სტაბილიზაცია გრძელდება
10:29 01.07.2026 (განახლებულია: 10:33 01.07.2026) ონთან მეწყერი 1 მაისს ჩამოწვა - სტიქიის შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტა.
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ონის მუნიციპალიტეტის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით ადგილზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ონთან მეწყერი 1 მაისს ჩამოწვა - სტიქიის შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტა. ფერდობზე აქტიური ქვათაცვენისა და მეწყრული პროცესების გამო, ტერიტორიაზე გეოლოგების მიერ სიტუაციის შესწავლა და ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
„მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოების სრულმასშტაბიანად განხორციელების მიზნით, მდინარე ხეორზე (მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი) დროებითი ხიდი მოეწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ავტოტრანსპორტი დროებითი შემოვლითი გზით ისარგებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები, რომლებიც ადგილზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.