https://sputnik-georgia.com/20260413/zaza-pachulias-kompania-rachashi-gess-aashenebs-298094752.html
ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს
ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს
Sputnik საქართველო
მთავრობის განკარგულებით, შპს „სადმელი ჰესს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე განთავსებული უძრავი ქონება 49 წლის ვადით... 13.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-13T18:00+0400
2026-04-13T18:00+0400
2026-04-13T18:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ენერგეტიკა
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23695/30/236953087_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_83f9ba9055e8485a85d3d8fb3cdd2be6.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. NBA-ის ორგზის ჩემპიონი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ბიზნესმენი ზაზა ფაჩულია ამბროლაურში „სადმელი ჰესს“ ააშენებს, ნათქვამია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.ამასთან, კომპანია ვალდებულია ქონებით სარგებლობისთვის სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხადოს 18.973 ლარი.საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოაქვეყნა, „სადმელი ჰესის" სიმძლავრე 2,7 მეგავატს შეადგენს, ხოლო წლიური გამომუშავება დაახლოებით 19.2 მილიონი კვტ/სთ იქნება. ჰიდროელექტროსადგური ამუშავება 2027 წლის 30 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.კომპანია „სადმელი ჰესი" 2023 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2025 წლის ივნისში მისი სრული წილი, 100%, ზაზა ფაჩუალიამ 450 ათას დოლარად შეიძინა.ზაზა ფაჩულიამ NBA-ში კარიერა 2003 წელს დაიწყო. იგი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017, 2018).2019 წელს გამართულ ასოციაციის გათამაშებაში კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზთან" ერთად ფაჩულიამ მეორედ მოიგო ოქროს ბეჭედი.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23695/30/236953087_62:0:1842:1335_1920x0_80_0_0_f32681bd3425dec1e0da02c4078575fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ენერგეტიკა, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ენერგეტიკა, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები
ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს
მთავრობის განკარგულებით, შპს „სადმელი ჰესს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა და მასზე განთავსებული უძრავი ქონება 49 წლის ვადით გადაეცა
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. NBA-ის ორგზის ჩემპიონი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ბიზნესმენი ზაზა ფაჩულია ამბროლაურში „სადმელი ჰესს“ ააშენებს, ნათქვამია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხლმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ფაჩულიას კომპანია „სადმელი ჰესს" ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 007 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადაეცა, რათა მდინარე რიცეულაზე ჰიდროელექტროსადგური ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს.
ამასთან, კომპანია ვალდებულია ქონებით სარგებლობისთვის სახელმწიფოს ყოველწლიურად გადაუხადოს 18.973 ლარი.
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოაქვეყნა, „სადმელი ჰესის" სიმძლავრე 2,7 მეგავატს შეადგენს, ხოლო წლიური გამომუშავება დაახლოებით 19.2 მილიონი კვტ/სთ იქნება. ჰიდროელექტროსადგური ამუშავება 2027 წლის 30 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.
კომპანია „სადმელი ჰესი" 2023 წელს დარეგისტრირდა, თუმცა 2025 წლის ივნისში მისი სრული წილი, 100%, ზაზა ფაჩუალიამ 450 ათას დოლარად შეიძინა.
ზაზა ფაჩულიამ NBA-ში კარიერა 2003 წელს დაიწყო. იგი პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017, 2018).
2019 წელს გამართულ ასოციაციის გათამაშებაში კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზთან" ერთად ფაჩულიამ მეორედ მოიგო ოქროს ბეჭედი.