https://sputnik-georgia.com/20250930/rachashi-aziur-parosanas-ebrzvian-295147635.html
რაჭაში აზიურ ფაროსანას ებრძვიან: ამბროლაურსა და ონში დამუშავებულია 960 ჰექტარი ტერიტორია
რაჭაში აზიურ ფაროსანას ებრძვიან: ამბროლაურსა და ონში დამუშავებულია 960 ჰექტარი ტერიტორია
Sputnik საქართველო
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T15:51+0400
2025-09-30T15:51+0400
2025-09-30T15:51+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
აზიური ფაროსანა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
რაჭა-ლეჩხუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_aaeda648f8cdb98575e480af14575212.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების სოფლები თერმული ნისლით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ღამის საათებში მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სააგენტო თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9cb06c7f4722c007ae3da30854308212.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიური ფაროსანა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიური ფაროსანა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, რაჭა-ლეჩხუმი
რაჭაში აზიურ ფაროსანას ებრძვიან: ამბროლაურსა და ონში დამუშავებულია 960 ჰექტარი ტერიტორია
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების სოფლები თერმული ნისლით მუშავდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
უწყების ცნობით, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში 16 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული და სოფლების - სადმელის, ჭრებალოს, ღადიშის, ცხმორის, პიპილეთისა და კვაშხიეთის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. ამ ეტაპზე ფაროსანას საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 960 ჰექტარი.
ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ღამის საათებში მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, სააგენტო თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.