https://sputnik-georgia.com/20251013/ramdeni-kurzeni-gadaamsuhavesgvinis-qarxnebma-295352895.html
რთველი-2025: რამდენი ყურძენი გადაამუშავეს ღვინის ქარხნებმა?
რთველი-2025: რამდენი ყურძენი გადაამუშავეს ღვინის ქარხნებმა?
Sputnik საქართველო
2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია, რაჭაში - 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებში 13.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-13T13:37+0400
2025-10-13T13:37+0400
2025-10-13T13:37+0400
საქართველო
რთველი
საქართველოს რეგიონები
კახეთი
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0d/294926605_0:732:2047:1883_1920x0_80_0_0_348b986569ff9d61c4acc2d67eff98cd.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, „რთველი 2025"-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში 283 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას" სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. 2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია, რაჭაში - 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებში.გასული დღე-ღამის განმავლობაში კახეთში 8 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. ამ დროისთვის კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა.ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 145 ათასამდე ტონა „რქაწითელი", 120 ათასამდე ტონა „საფერავი", დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1,8 ათასი ტონა „ალექსანდროული" და „მუჯურეთული". რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს "ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც ერთი კგ „ალექსანდროულის", ასევე, ერთი კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.კახეთის რეგიონში კი ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული „საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,5 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,2 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
კახეთი
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0d/294926605_0:540:2047:2075_1920x0_80_0_0_4727b8284e994e30ccd0fb75bd9d19cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რთველი , საქართველოს რეგიონები, კახეთი , რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო, რთველი , საქართველოს რეგიონები, კახეთი , რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
რთველი-2025: რამდენი ყურძენი გადაამუშავეს ღვინის ქარხნებმა?
2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია, რაჭაში - 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებში
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, „რთველი 2025"-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში 283 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას" სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება.
2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია, რაჭაში - 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კახეთში 8 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. ამ დროისთვის კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა.
ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 145 ათასამდე ტონა „რქაწითელი", 120 ათასამდე ტონა „საფერავი", დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1,8 ათასი ტონა „ალექსანდროული" და „მუჯურეთული".
რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს "ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც ერთი კგ „ალექსანდროულის", ასევე, ერთი კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.
კახეთის რეგიონში კი ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული „საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,5 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,2 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.