სამეგრელოში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

© Courtesy of Administration of Samegrelo-Zemo Svaneti Region უამინდობა სამეგრელოში
უამინდობა სამეგრელოში - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა.
ყველა ახალი ამბავი
0