უსაფრთხოება კურორტებზე: ბახმაროსა და შაორის ტბასთან დამატებითი სამაშველო ძალები განთავსდა

© Photo: Ministry of internal affairsსახანძრო მანქანები
სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2026
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, კურორტ ბახმაროსა და შაორის ტბასთან დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დამსვენებლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შაორის ტბის მიმდებარედ მაშველთა ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობით პატრულირებენ, ხოლო კურორტ ბახმაროში მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და სპეციალური ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები.
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი დახმარების საჭიროების, ასევე დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები მაღალმთიან კურორტ ბეშუმსა და თუშეთის სოფელ ომალოშიც განათავსა.
ყველა ახალი ამბავი
0