https://sputnik-georgia.com/20261019/rachashi-1800-tona-kurzeni-gadaamushaves-301229551.html
„რთველი 2026“: რაჭაში 1800 ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს
„რთველი 2026“: რაჭაში 1800 ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია 19.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-19T19:00+0400
2026-10-19T19:00+0400
2026-10-19T19:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
რთველი
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863028_0:31:3078:1762_1920x0_80_0_0_8e9d2badc626cb703ebf34e3ea8794c9.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გადამუშავებულია 1800 ტონამდე „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარა“ მზადდება „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების ნაზავით.მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია - „რთველი 2026"- ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ისე 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“ წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა.ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა" და „ალექსანდროულში" შერევა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259863028_242:0:2973:2048_1920x0_80_0_0_47beb43194f5ec6537969c4c3895078b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, რთველი , რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, რთველი , რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო
„რთველი 2026“: რაჭაში 1800 ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს
მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის გადამუშავებულია 1800 ტონამდე „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარა“ მზადდება „ალექსანდროულის“ და „მუჯურეთულის“ ყურძნის ჯიშების ნაზავით.
მიმდინარე წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 3 ათასი ტონის ფარგლებშია - „რთველი 2026"- ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.
„ამ ეტაპისთვის 14 ობიექტი ახორციელებს ყურძნის გადამუშავებას, მათ შორის 7 ობიექტი არის სახელმწიფო. მოსახლეობა შეუფერხებლად აბარებს ყურძენს", - განაცხადა რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრმა გივი მურადაშვილმა.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ „ალექსანდროულის", ისე 1 კგ „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“ წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა.
ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა" და „ალექსანდროულში" შერევა.