14 ივლისს, საღამოს, ნიცაში, ბასტილიის აღების
დღესასწაულთან დაკავშირებული ფოიერვერკის სანახავად შეკრებილი ტურისტებისა და ადგილობრივების მასაში სატვირთო ავტომობილი შეიჭრა. მან ორკილომეტრიანი სანაპირო გაუჩერებლად,
ზიგზაგისებური სვლით გაიარა და 80-ზე მეტი ადამიანი გასრისა, ბოლოს კი ცეცხლი გახსნა. ტერორისტი პოლიციამ მოკლა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ
თავდასხმა ტერაქტი უწოდა.