თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართა, რომელიც ნიცის ტერაქტს ეძღვებოდა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და საელჩოსთან ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ამბის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ფრანგ ხალხს. ასევე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შუაგულ ევროპაში მომხდარ ამ კიდევ ერთ ძალიან საშინელ ფაქტს შეეწირნენ“, — აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ: ხუთშაბათს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ ფოიერვერკებზე დასასწრებად მისულ ხალხში ავტომობილი შევარდაზ, რომელსაც 31 წლის ტუნისური წარმოშობის ფრანგი მართავდა. მან თითქმის 2 კილომეტრი გაიარა გაუჩერებლად, რის შემდეგაც სროლა ატეხა.
ტერაქტში 84 ადამიანი დაიღუპა.
ტერორისტი პოლიციამ გააუვნებელყო.