ტერაქტი ნიცაში. ბოლო ცნობები

© REUTERS / ERIC GAILLARDსატვირთო ავტომობილი, რომელიც ხალხში შეიჭრა
სატვირთო ავტომობილი, რომელიც ხალხში შეიჭრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატვირთო ავტომობილმა სანაპიროზე გაიარა, მანქანის მძღოლი მიზანმიმართულად ჭყლეტდა და ესროდა ხალხს.

სატვირთო ავტომობილმა სანაპიროზე გაიარა, მანქანის მძღოლი მიზანმიმართულად ჭყლეტდა და ესროდა ხალხს.

ნიცაში გუშინ, საღამოს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე ინგლისურ სანაპიროზე ფეიერვერკების სანახავად შეკრებილ ხალხში სატვირთო ავტომობილი შეიჭრა. დაიღუპა 84 ადამიანი, დაიჭრა დაახლოებით 200. მათ შორის ბევრი ბავშვია.

სატვირთო ავტომობილის საჭესთან ტუნისური წარმოშობის 31 წლის ფრანგი იჯდა. ის სანაპიროზე გაუჩერებლად, ზიგზაგისებური სვლით ჭყლეტდა ადამიანებს, თავდამსხმელმა გახსნა ცეცხლიც. სროლა ინტენსიური იყო და ადამიანებს თავდაპირველად ეს სალუტის გაგრძელება ეგონათ. მან დაახლოებით ორი კილომეტრი გაიარა, სანამ პოლიციამ მისი ლიკვიდირება შეძლო.

© © REUTERS/ ERIC GAILLARDნიცაში ტერაქტის შემდეგ
ნიცაში ტერაქტის შემდეგ  - Sputnik საქართველო
ნიცაში ტერაქტის შემდეგ

მოგვიანებით ადგილობრივმა ტელეარხმა iTele განაცხადა, რომ ეს ადამიანი საფრანგეთის სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო. ის ფრანგმა პოლიციელებმა წვრილმანი დანაშაულისთვის არაერთხელ დააკავეს. ეს დანაშაულები ტერორიზმთან დაკავშირებული არ იყო. ტუნისის შსს-მ ასევე განაცხადა, რომ მამაკაცი ტერორისტების სიაში შეყვანილი არ არის.

ტერაქტის შემდეგ სატვირთო ავტომობილში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ნახეს. იარაღი და ყუმბარები საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი.

სააგენტო „ფრანს–პრესის“ ცნობით, სატვირთო ავტომობილი რამდენიმე დღის წინ იქირავეს.

დაზარალებულთა შორის, საფრანგეთის მოქალაქეების გარდა, არიან უცხოელებიც, მათ შორის — შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, რუსეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თავდასხმას ტერაქტი უწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა, რომლის ვადა 26 ივლისს იწურებოდა, სამი თვით გაგრძელდება.

© © REUTERS/ ERIC GAILLARDფრანგი პოლიციელები სატვირთო ავტომობილთან, რომელიც ხალხის მასაში შეიჭრა
ფრანგი პოლიციელები სატვირთო ავტომობილთან, რომელიც ხალხის მასაში შეიჭრა - Sputnik საქართველო
ფრანგი პოლიციელები სატვირთო ავტომობილთან, რომელიც ხალხის მასაში შეიჭრა

საფრანგეთში გამოცხადებულია გლოვის დღე. დაშვებულია დროშები პარიზსა და ნიცაში. ნიცაში გადაიდო მომღერალ რიანას კონცერტი და ჯაზ-ფესტივალი.

საფრანგეთში ტერაქტთან დაკავშირებით ევროკავშირმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხორხე ფერნანდეს დიასმა განაცხადა, რომ ნიცაში თავდასხმის შემდეგ საფრანგეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტერორიზმის ყველა აქტი არის დანაშაული, რომელსაც გამართლება არა აქვს იმის მიუხედავად, თუ რა მოტივით მოხდა ის, სად და ვინ ჩაიდინა. ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია პასუხისგებაში მიეცენ ტერორისტული აქტების ორგანიზატორები.

ინტერპოლმა საფრანგეთის ხელისუფლებას ნიცაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა.

ყველა ახალი ამბავი
0