პირველი წუთები ნიცის ტერაქტის შემდეგ. თვითმხილველთა კადრები

გამოწერა

ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის ასობით ადამიანი ტრაგედიის ადგილიდან, სადაც, სულ ცოტა, 84 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

სატვირთო ავტომობილმა ბასტილიის დღის აღსანიშნავად სანაპიროზე შეკრებილ ადამიანებში ჯიქურ გაიარა. ინციდენტი ხუშთაბათს ღამით მოხდა ნიცაში.

თვითმხილველთა თქმით, მანქანა გაუჩერებლად და ზიგსაგისებურად მოძრაობდა თითქმის ორი კილომეტრის მანძილზე, მერე კი მძღოლმა ცეცხლი გახსნა. ტერაქტის შემდეგ მანქანაში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

დაღუპულთა შორის ბევრი უცხოელია.

სააგენტოროიტერისინფორმაციით, რომელიც საკუთარ წყაროს ეყრდნობა, ტერორისტი ტუნისური წარმოშობის 31 წლის ფრანგი მამაკაცი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0