ნიცაში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

© События, twitterტერაქტის ადგილი ნიცაში
ტერაქტის ადგილი ნიცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“, სადაც შეიძლება დარეკვა ტერაქტის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ნიცაში ხუთშაბათს ღამით მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საფრანგეთში საქართველოს ელჩზე ეკატერინე სირაძე-დელონეზე დაყრდნობით. 

ტურისტულ ქალაქ ნიცაში ტერაქტის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 120-მდე დაიჭრა. ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით ფეიერვერკის სანახავად. 

პარიზი ტერაქტების შემდეგ - Sputnik საქართველო
80 ადამიანი დაიღუპა ტერაქტის შედეგად ნიცაში

საფრანგეთში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89

"გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ ფლობთ ინფორმაციას დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ", — ნათქვამია შეტყობინებაში საელჩოს Facebook-ის გვერდზე. 

ყველა ახალი ამბავი
0