ქართულმა ოჯახმა ნიცის ტრაგედიას გამოასწრო

© Facebookფუჟერში მცხოვრები ნანა ხაჩიძე და პარიზში მცხოვრები ჟურნალისტი ფიქრია მამულაიშვილი
ფუჟერში მცხოვრები ნანა ხაჩიძე და პარიზში მცხოვრები ჟურნალისტი ფიქრია მამულაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

„მეშინია, მაგრამ სამშაბათამდე აქ მაინც ვრჩებით“. ასე დაწერა დაახლოებით ნახევარი საათის წინ საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე ქართველმა ირინა დუდაშვილმა, რომელიც ამ ეტაპზე ოჯახთან ერთად ნიცადან 40 კილომეტრით დაშორებულ ადგილზე იმყოფება. ვეცადეთ, დავკავშირებოდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხერხდება. მისმა ახლობელმა, ასევე ჩვენმა თანამემამულემ, ქალაქ ფუჟერში მცხოვრებმა ნანა ხაჩიძემ გვაცნობა, რომ ირინა ნიცაში ორი დღის წინ გაემგზავრა. ქალბატონ ნანას საფრანგეთში დავუკავშირდით.

— ქალბატონო ნანა, ამ ეტაპზე თუ ისმის ირინასგან რამე?

სატვირთო ავტომობილი, რომელიც ხალხში შეიჭრა - Sputnik საქართველო
ტერაქტი ნიცაში. ბოლო ცნობები

— არა, მივწერე და პასუხი ჯერჯერობით არ მოუწერია. ირინა ჩვენი ქალაქიდან, ფუჟერიდან გაემგზავრა დასასვენებლად ოჯახთან ერთად. ჯერ მონაკოში იყვნენ და შემდეგ ნიცაშიც გაისეირნეს. ახლა ნიციდან წამოსულან და da fréjus-ში არიან, რომელიც ნიცადან 40 კილომეტრითაა დაშორებული. გუშინ, მოგეხსენებათ, რა თარიღიც იყო და ამიტომ ყველა ქალაქში კონცერტები იყო დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით აქ უამრავი ტურისტია ჩამოსული. ირინას რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე, ახლა ვწერ და არ მპასუხობს.

— ფუჟერი შორსაა ნიცადან?

— დიახ, 1000 კილომეტრითაა დაშორებული. აქ, ისევე, როგორც ყველგან, ხალხი მომხდარით აღშფოთებულია. ჩემი მეუღლე, ვინსენტ დელანოე საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური პირია და მისი პოზიცია გასაგებია — ამ საკითხთან მიმართებაში უკომპრომისოა და ტერორიზმს, როგორც დღევანდელი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას, მთელი არსებით გმობს.

დავუკავშირდით პარიზში მცხოვრებ ჟურნალისტს ფიქრია მამულაიშვილსაც.

პოლიციელები ტერაქტის ადგილას - Sputnik საქართველო
ნიცაში ოთხ ქართველს ეძებენ

— ფიქრია, გამარჯობა, რა ხდება დღეს საფრანგეთში?

— ჩვენთან, ბუნებრივია, საგანგებო მდგომარეობაა, გამკაცრებულია კონტროლი, ასობით ადამიანია დაშავებული. ქართველები, როგორც ვიცი, მათ შორის არ არიან. მოქმედებს საელჩოს სადღეღამისო ცხელი ხაზი. უსაფრთხოების ზომებს ყველგან იცავენ.

საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ასეთი საშიშროებისა, ფრანგები უცნაური ხალხია და ჩვეული ცხოვრების რიტმს მაინც არ წყვეტენ, კაფეებშიც დადიან და სხვაგანაც. შესაშური თვისება აქვთ – შიშს თავს არ უხრიან და არ ტყდებიან.

ბოლო წუთებში თავად ირინა დუდაშვილსაც დავეკონტაქტეთ.

— როგორ ხართ, ირინა?

— კარგად ვართ. ამ წუთებში ფრეჟუში ვიმყოფებით, რომელიც ნიცადან 40 კილომეტრშია. აქ სიწყნარეა, გუშინ წვიმდა და ქალაქში არ გავსულვართ. დღეს გვინდა სან–ტროპეში წავიდეთ და, თუ გნებავთ, გზაში, ქალაქებში რაც ხდება, იმასაც გაცნობებთ.

— დიდი მადლობა. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ.

ყველა ახალი ამბავი
0