ნიცაში ოთხ ქართველს ეძებენ

© REUTERS / ERIC GAILLARDპოლიციელები ტერაქტის ადგილას
პოლიციელები ტერაქტის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საელჩო იმ ქართველების ძებნაში ჩაერთო, რომლებიც ნიცაში ტერაქტის შემდეგ გაუჩინარდნენ. ისინი საფრანგეთის მოქალაქეები არიან.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ნიცაში, სადაც გუშინ ტერაქტი მოხდა, ოთხი ქართველი გაუჩინარდა, განაცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბრისას.

ნიცაში ტერორისტულ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის — ბავშვები, დაახლოებით 200 ადამიანი დაიჭრა. ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ამ დროს ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი ფეიერვერკის სანახავად ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით.

„შემოვიდა ინფორმაცია, რომ ოთხ ქართველს ეძებენ, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ არიან ქართული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეები. საკონსულო და საელჩო მათ მოძებნაში აქტიურად ჩაერთო”, — განაცხადა სირაძე-დელონმა.

ტერაქტის ადგილზე ნიცაში - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიცაში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს

ყველა დაკარგული ერთი ოჯახის წევრია. ისინი ლიონში ცხოვრობენ, გუშინ კი ნიცაში იმყოფებოდნენ. ელჩმა მათი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, რათა ამან უმიზეზოდ არ შეაშინოს მათი ახლობლები.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან ქართველები, არ დასტურდება. თუმცა, რადგან ჯერ კიდევ ბევრი გარდაცვლილია ამოსაცნობი, უნდა დავიცადოთ, სანამ ყველა დაღუპული არ იქნება ამოცნობილი, მანამდე დადასტურებულად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულთა და დაშავებულთა შორის“, — აღნიშნა მან.

საფრანგეთში საქართველოს საელჩოში მოქმედებს „ცხელი ხაზი“: +33 7 83 31 86 89.

ყველა ახალი ამბავი
0