ნიცაში გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე ინგლისურ სანაპიროზე ფეიერვერკების სანახავად შეკრებილ ხალხში სატვირთო ავტომობილი შეიჭრა. დაიღუპა 84 ადამიანი, დაიჭრა დაახლოებით ორასი. მათ შორის ბევრი ბავშვია.
სატვირთო ავტომობილის საჭესთან ტუნისური წარმოშობის 31 წლის ფრანგი იჯდა. ის სანაპიროზე გაუჩერებლად, ზიგზაგისებური სვლით ჭყლეტდა ადამიანებს, თავდამსხმელმა გახსნა ცეცხლიც. სროლა ინტენსიური იყო და ადამიანებს ეს თავდაპირველად სალუტის გაგრძელება ეგონათ. ტერორისტმა დაახლოებით ორი კილომეტრი გაიარა, სანამ პოლიციამ მისი ლიკვიდირება შეძლო.

ფრანგი პოლიციელები ათვალიერებენ სატვირთო ავტომობილს, რომელიც ხალხში შეიჭრა.

ნიცა ტერაქტის შემდეგ

სატვირთოს მიერ გასრესილი ცხედარი

ტერაქტის ადგილზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ექიმები მივიდნენ.

ტერაქტის შემდეგ ადამიანები ქუჩაში ხელებაწეულები დადიოდნენ.

ტერაქტის შედეგად ოთხმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მამაკაცი ტერაქტისას დაღუპულის ცხედართან.

სატვირთო, რომლითაც ტერორისტმა ნიცაში ტრაგედია მოაწყო.