ნიცას აეროპორტში ევაკუაცია მიმდინარეობს

© REUTERS / JEAN-PIERRE AMETპოლიციელი ჰოსპიტალთან ნიცის ტერაქტის შემდეგ
პოლიციელი ჰოსპიტალთან ნიცის ტერაქტის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აეროპორტიდან ევაკუაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ერთ-ერთი ტერმინალი სამხედროებმა ალყაში მოაქციეს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ნიცას აეროპორტში ევაკუაცია მიმდინარეობს, ერთ-ერთ ტერმინალს სამხედროებმა ალყა შემოარტყეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშეიტედ–პრესზე“ დაყრდნობით.

„მგზავრებს განუცხადეს, რომ ნიცას აეროპორტიდან გამოსულიყვნენ“, — გადმოსცა სააგენტოს კორესპონდენტმა. ევაკუაციის მიზეზი უცნობია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტის ტერმინალის შენობაში სამხედროები იმყოფებიან.

ნიცაში 14 ივლისს ტერორისტულ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 200 ადამიანი დაიჭრა, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ამ დროს ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით ფეიერვერკის სანახავად ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი.

ყველა ახალი ამბავი
0