თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. „ტვიტერის“ მომხმარებლები ნიცას ტერაქტის შედეგად დაშავებულთა მხარდასაჭერად აქტიურად იყენებენ ჰეშტეგს.
სოციალური ქსელის ათობით ათასმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა განცხადება ჰეშტეგით #PrayForNice (ვლოცულობ ნიცასთვის).
Маленькая жертва большой политики…#PrayForNice pic.twitter.com/Yt77PAT996
— Ruhiyye Amirova (@RuhiyyeAmirova) July 15, 2016
მსგავსი ჰეშტეგები #PrayForBrussels (ვლოცულობ ბრიუსელისთვის) და #PrayForParis (ვლოცულობ პარიზისთვის) Twitter-ის, Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებელმა პარიზში 2015 წლის ნოემბერში და ბრიუსელში 2016 წლის მარტში ტერაქტების შემდეგ გამოიყენა.
ნიცაში ტერორისტულ შეტევას 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის — ბავშვები, დაახლოებით 200 ადამიანი დაიჭრა. ხუთშაბათს, საღამოს ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ამ დროს ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი ფეიერვერკის სანახავად ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით.