თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ნიცაში ტერორისტული შეტევის მსხვერპლთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს–პრესზე“ დაყრდნობით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 80 დაღუპულის შესახებ.
საფრანგეთის შსს-ს წარმომადგენლის პიერ-ანრი ბრანდეს მონაცემებით, 18 დაშავებული კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია, ასევე „დაახლოებით 50-მა მსუბუქი დაზიანება მიიღო“. კიდევ დაახლოებით 120-მა ადამიანმა დახმარებისთვის ფსიქოლოგებსა და სამაშველო სამსახურებს მიმართა.
ხუთშაბათს, საღამოს ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი ფეიერვერკის სანახავად ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით. თვითმხილველების განცხადებით, სატვირთო ავტომანქანა ორკილომეტრიან სანაპიროზე გაუჩერებლად, ზიგზაგისებური სვლით ჭყლეტდა ადამიანებს. თავდამსხმელმა ასევე ცეცხლიც გახსნა. ის პოლიციელების მიერ იქნა ლიკვიდირებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ თავდასხმა ტერაქტი უწოდა.