60-მდე ადამიანი დაიღუპა ტერაქტის შედეგად ნიცაში

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისაფრანგეთის პოლიცია
საფრანგეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიცას ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ოპერაციის მსვლელობისას სახლებიდან არ გამოვიდნენ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამოცამდე ადამიანი დაიღუპა ტერორისტული შეტევის შედეგად ნიცაში ბასტილიის აღების დღეს, იუწყება საინფორმაციო ტელეარხი iTele. 

ხუთშაბათს, საღამოს სატვირთო ავტომობილის მძღოლი შეიჭრა ხალხის მასაში, რომელიც ნიცას ინგლისურ სანაპიროზე იდგა და საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ფეიერვერკის საყურებლად ემზადებოდა. თვითმხილველთა თქმით, ადგილზე ასევე ისმოდა სროლები. წინასწარი მონაცემებით, 100-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სატვირთოს მძღოლი, ბოლო მონაცემებით, მოკლულია. 

ქალაქში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს სახლებიდან არ გამოვიდნენ. 

ყველა ახალი ამბავი
0