ბესიკ ალადაშვილი: უცხოეთის საელჩოები, შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდეს

© REUTERS / PASCAL ROSSIGNOLტერაქტის ადგილზე ნიცაში
ტერაქტის ადგილზე ნიცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე ჩვენ ტერორისტების სამიზნეების ჩამონათვალში არ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული უცხოეთის საელჩოები და საკონსულოები, ან მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები მათ სამიზნეებად არ იქცევა, აღნიშნა ალადაშვილმა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში არსებული უცხო ქვეყნების საელჩოები და საკონსულოები, შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდეს, მიიჩნევს ექსპერტი უშიშროების საკითხებში ბესიკ ალადაშვილი.

„საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ ამ ეტაპზე ტერორისტების სამიზნეების ჩამონათვალში და ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის აქედან წასულების განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს, როგორც მათი ყოფილი სამშობლოს მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული უცხოეთის საელჩოები და საკონსულოები, ან მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები მათ სამიზნეებად არ იქცევა“, — განაცხადა ბესიკ ალადაშვილმა Sputnik-თან საუბრისას.

ფუჟერში მცხოვრები ნანა ხაჩიძე და პარიზში მცხოვრები ჟურნალისტი ფიქრია მამულაიშვილი - Sputnik საქართველო
ქართულმა ოჯახმა ნიცის ტრაგედიას გამოასწრო

სპეციალისტის თქმით, უსაფრთხოების ზომების ან საზღვრის კონტროლის გამკაცრებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ტერაქტების გარკვეული პრევენცია, მაგრამ ყველა მათგანის თავიდან აცილება გამორიცხულია, ამოუწურავია ასევე ტერაქტის განხორციელების მეთოდებიც.

„რაც უფრო ფართოვდება ტერაქტის ფორმები და მეთოდები, მით უფრო უჭირთ სპეცსამსახურებს პრევენცია, მიუხედავად დაფინანსების, პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და რიცხოვნებისა. მსოფლიოში უკვე მერამდენე ტერაქტია მომხდარი, როდესაც შედეგი არის მართლაც საზარელი და მისი თავიდან აცილება კი ვერ მოხერხდა“, — აღნიშნა ალადაშვილმა. 

მაგალითად, 100 დაგეგმილი ტერაქტიდან 80-ის თავიდან აცილებაც რომ მოხდეს და მხოლოდ 20 განხორციელდეს, არც ეს არის დიდი შეღავათი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, აღნიშნა მან.

სატვირთო ავტომობილი, რომელიც ხალხში შეიჭრა - Sputnik საქართველო
ტერაქტი ნიცაში. ბოლო ცნობები

„ჩვენ შეიძლება მივიღოთ მაღალი უსაფრთხოების ზომები აეროპორტებში და მეტროში, მაგრამ ხალხმრავალ ადგილებში, იქნება ეს ბაზრობა თუ პარკი, პრევენცია ძალიან რთულია. ამის კარგი მაგალითია ნიცას ტერაქტი. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ 14 ივლისისთვის თავისი სპეცსამსახურები უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეზე გადაიყვანა, მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა ამხელა ქვეყანაში ტერაქტის ზუსტი დროისა და ადგილის გათვლა“, — განაცხადა ბესიკ ალადაშვილმა.

ნიცაში 14 ივლისს ტერორისტულ შეტევას ემსხვერპლა 84 ადამიანი, ხოლო დაახლოებით 200 ადამიანი დაიჭრა, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შეიჭრა. ტურისტები და ადგილობრივები ამ დროს ბასტილიის აღების დღესასწაულთან დაკავშირებით ფეიერვერკის სანახავად ინგლისურ სანაპიროზე იყვნენ შეკრებილი.

ყველა ახალი ამბავი
0