დანია, დანიის სამეფო - სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, რომლის შემადგენლობაში შედის ორი დომინიონი - ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანეში და გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკაში. დანიის დედაქალაქია კოპენჰაგენი. სკანდინავიურ ქვეყნებს შორის დანია ყველაზე სამხრეთით მდებარეობს. ერთადერთი სახმელეთო საზღვარი აქვს გერმანიასთან. დანიის სამეფო არის საპარლამენტო ტიპის კონსტიტუციური მონარქია, რომელიც განთავსებულია კოპენჰაგენში. დანია არის უნიტარული სახელმწიფო, თუმცა, შიდა საკითხების მოგვარების უფლება აქვთ გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მოსახლეობას. ფარერის კუნძულების სტატუსი განსაზღვრულია, როგორც ადამიანთა საზოგადოება სამეფოს შიგნით, ხოლო გრენლანდიის - დამოუკიდებელი ერი თვითდამკვიდრების უფლებით. დანია ევროპის კავშირის წევრია 1973 წლიდან, თუმცა დღემდე ევროზონის გარეთ რჩება. გრენლანდიამ და ფარერის კუნძულებმა ევროკავშირში შესვლაზე უარი თქვეს. დანია ძალიან ხშირად შედის ყველაზე ბედნიერი და არაკორუმპირებული ქვეყნების სიაში.

ახალი ამბები დანიის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0