https://sputnik-georgia.com/20251002/saqartvelo-epc-is-samitze-premieri-evropeli-liderebtan-ertad-diskusiebsi-monawileobs-295182071.html
საქართველო EPC-ის სამიტზე: პრემიერი ევროპელ ლიდერებთან ერთად დისკუსიებში მონაწილეობს
საქართველო EPC-ის სამიტზე: პრემიერი ევროპელ ლიდერებთან ერთად დისკუსიებში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
ამჟამად ევროპული კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა დანიაა 02.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-02T16:56+0400
2025-10-02T16:56+0400
2025-10-03T11:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
დანია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295176954_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_17dd5050948b917a016f369e51f1760c.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ეკონომიკასა და ევროპის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების საკითხებს მიეძღვნება, განუცხადა ჟურნალისტებს დანიაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით დანიაში „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ (European Political Community) სამიტში მონაწილეობს. კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში სახელწოდებით „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი უერთდება საფრანგეთის ინიციატივას, ნარკოტიკების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით.„ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო, მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა და მისცა პასუხისგებაში“, - აღნიშნა მან.კობახიძე ესწრებოდა მიღებას, რომელიც დანიის მეფისა და დედოფლის სახელით ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. საზეიმო მიღება გაიმართა კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში, სადაც სამიტის მონაწილეებს მეფე ფრედერიკ X და დედოფალმა ელიზაბეტმა უმასპინძლა.ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. პლატფორმა შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისთვის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ევროკავშირის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მიზნით. პირველი სამიტი პრაღაში 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა.ამჟამად ევროპული კავშირის საბჭოში როტაციით თავმჯდომარე ქვეყანა დანიაა.
საქართველო
დანია
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295176954_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_880b0c740301bb63b1dff71a748a3acc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, დანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, დანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი
საქართველო EPC-ის სამიტზე: პრემიერი ევროპელ ლიდერებთან ერთად დისკუსიებში მონაწილეობს
16:56 02.10.2025 (განახლებულია: 11:02 03.10.2025) ამჟამად ევროპული კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა დანიაა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ეკონომიკასა და ევროპის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების საკითხებს მიეძღვნება, განუცხადა ჟურნალისტებს დანიაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით დანიაში „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ (European Political Community) სამიტში მონაწილეობს. კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში სახელწოდებით „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.
„ჩვენთვის ეკონომიკა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მიხედვითაც ვართ ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში. უკვე რამდენიმე წელია, ამ ტრენდს ვინარჩუნებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თემებზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი უერთდება საფრანგეთის ინიციატივას, ნარკოტიკების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით.
„ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო, მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა და მისცა პასუხისგებაში“, - აღნიშნა მან.
კობახიძე ესწრებოდა მიღებას, რომელიც დანიის მეფისა და დედოფლის სახელით ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. საზეიმო მიღება გაიმართა კოპენჰაგენში, ამალიენბორგის სასახლეში, სადაც სამიტის მონაწილეებს მეფე ფრედერიკ X და დედოფალმა ელიზაბეტმა უმასპინძლა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. პლატფორმა შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისთვის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ევროკავშირის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მიზნით. პირველი სამიტი პრაღაში 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა.
ამჟამად ევროპული კავშირის საბჭოში როტაციით თავმჯდომარე ქვეყანა დანიაა.