https://sputnik-georgia.com/20251003/xelmowerili-deklaracia-da-saqartvelos-mirwevebi-premieri-evropul-samitze-295190242.html
ხელმოწერილი დეკლარაცია და საქართველოს მიღწევები: პრემიერი ევროპულ სამიტზე
ხელმოწერილი დეკლარაცია და საქართველოს მიღწევები: პრემიერი ევროპულ სამიტზე
Sputnik საქართველო
პრემიერი დელეგაციასთან ერთად დანიაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტში მონაწილეობს. 03.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-03T11:02+0400
2025-10-03T11:02+0400
2025-10-03T11:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
დანია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295187053_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_cd3ae68d9fd220b55217114163411048.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.დეკლარაციას კოალიციის დაფუძნების შესახებ ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა, რომელიც დელეგაციასთან ერთად დანიაში საქართველო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტში მონაწილეობს.პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე დააკავეს რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შექმნის შესახებ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.კობახიძემ სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ასევე გამართულ პანელურ დისკუსიაში თემაზე - „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მინერალური რესურსების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების სტაბილური და დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვების არსებობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ გლობალურად.მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას აძლევს, შუა დერეფანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.„პორტების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალების სისტემების მეშვეობით, ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს ტვირთების სწრაფ გადაადგილებას და ზრდის დერეფნის კონკურენტუნარიანობას, რაც აძლიერებს საქართველოს როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. პლატფორმა შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისთვის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ევროკავშირის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მიზნით. პირველი სამიტი პრაღაში 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა.ამჟამად ევროპული კავშირის საბჭოში როტაციით თავმჯდომარე ქვეყანა დანიაა.
საქართველო
დანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/02/295187053_15:0:1752:1303_1920x0_80_0_0_a1ecfe62fc52394126bd7e1911c5aefa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, დანია , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ხელმოწერილი დეკლარაცია და საქართველოს მიღწევები: პრემიერი ევროპულ სამიტზე
პრემიერი დელეგაციასთან ერთად დანიაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტში მონაწილეობს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დეკლარაციას კოალიციის დაფუძნების შესახებ ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა, რომელიც დელეგაციასთან ერთად დანიაში საქართველო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტში მონაწილეობს.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე დააკავეს რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შექმნის შესახებ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
კობახიძემ სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ასევე გამართულ პანელურ დისკუსიაში თემაზე - „ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მინერალური რესურსების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების სტაბილური და დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვების არსებობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ გლობალურად.
„საქართველოს მიზანია შუა დერეფნის შემდგომი განვითარება მისი ეფექტურობის გაუმჯობესებით, რითაც გაძლიერდება დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტის როლი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას აძლევს, შუა დერეფანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.
„პორტების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალების სისტემების მეშვეობით, ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს ტვირთების სწრაფ გადაადგილებას და ზრდის დერეფნის კონკურენტუნარიანობას, რაც აძლიერებს საქართველოს როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. პლატფორმა შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისთვის კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ევროკავშირის წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მიზნით. პირველი სამიტი პრაღაში 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა.
ამჟამად ევროპული კავშირის საბჭოში როტაციით თავმჯდომარე ქვეყანა დანიაა.