ბელარუსი, ბელორუსია - სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. არა აქვს ზღვაზე გასასვლელი. ესაზღვრება რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლატვია, ლიტბა. ბელარუსის დედაქალაქია მინსკი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია ბრესტი, გროდნო, გომელი, მოგილიოვი, ვიტებსკი. 1919 წლიდან ბელარუსი იყო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა. ბელარუსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ქვეყანა ერთ-ერთი დამფუძნებელია 1992 წელს ჩამოყალიბებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა (დსთ). სახელმწიფო სისტემაა რესპუბლიკა, სახელმწიფო მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი ეროვნული კრება. ბელარუსი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა ექვს ოლქად (ბრესტის, გომელის, გროდნოს, ვიტებსკის, მინსკისა და მოგილიოვის) და ერთ მუნიციპალიტეტად. ქვეყანაში მოქმედებს ორი სახელმწიფო ენა - ბელარუსული და რუსული.
გაეცანით სიახლეებს ბელარუსის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.