ბათუმში მომხდარ ავარიას ბელარუსის მოქალაქეები ემსხვერპლნენ

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
გამოწერა
მიკროავტობუსი, რომელსაც ბელარუსის მოქალაქეები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ქართული მედია.
გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, ხელოვნების უნივერისტეტის შენობასთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მირკოავტობუსში მსხდომი პირები ბელარუსის მოქალაქეები იყვნენ.
დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0